American Airlines-ის რეისი 1006 დენვერის აეროპორტში ავარიულად დაეშვა. დაშვების შემდეგ აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე მოძრაობისას თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა. ბორტზე 178 მგზავრი იმყოფებოდა - მათი ევაკუაცია თვითმფრინავის ფრთიდან მოხდა. სერიოზული დაზიანებების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. აეროპორტის ოფიციალური პირების თქმით, 12 მგზავრი მცირე დაზიანებებით, საავადმყოფოში მკურნალობს.
"შემზარავი მომენტი იყო", - ასე აღწერა ერთ-ერთმა მგზავრმა American Airlines-ის რეისიდან ჩამოსვლის გამოცდილება.
FAA და ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭო ინციდენტს იძიებს.
"გამომძიებლები დაიწყებენ თვითმფრინავის გამოკვლევის პროცესს, მოწმეთა და ეკიპაჟის გამოკითხვას და იმ მონაცემების მოპოვებას, რომლებიც გამოძიებისთვის საჭირო ინფორმაციას შეიცავს. წინასწარი ანგარიში ხელმისაწვდომი იქნება 30 დღის განმავლობაში; მასზე წვდომა შესაძლებელია ჩვენი გამოძიების მონაცემთა ბაზაში
წინასწარი დასკვნა შეიცავს გამოძიების საწყის ეტაპზე მოპოვებულ ფაქტობრივ ინფორმაციას. მოვლენის სავარაუდო მიზეზი, ნებისმიერ ხელშემწყობ ფაქტორთან ერთად, დეტალურად იქნება აღწერილი საბოლოო ანგარიშში, რომელიც მზად იქნება 12-24 თვეში“, - ნათქვამია NTSB-ის განცხადებაში.