ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი გარდაიცვალა.
შემთხვევა აეროპორტის გზატკეცილზე მოხდა, სადაც მოტოციკლი ქვეითს შეეჯახა.
ორივე მათგანი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებული.
"ვერ ვიჯერებ, დავით, როგორ მიყვარდი ბიჭო მოტოციკლით გაგასეირნებო, ვერ მოვახერხეთ", - წერს გარდაცვლილის ერთ-ერთი ახლობელი.