მოკრივე ლაშა გურულმა პირველი პროფესიონალური ბრძოლა გამართა. ბრძოლა რუსთავში ჩატარდა, სადაც გურული განელ მეტოქეს, ბერნარდ აბეის დაუპირისპირდა.
აბეის პროფესიონალურ კრივში 5 ბრძოლა აქვს გამართული და 5-ივე მისი გამარჯვებით დასრულდა.
შეგახსენებთ, გურულმა გასულ ზაფხულს, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს 24-წლიანი პაუზის შემდეგ კრივში პირველი მედალი მოუტანა. ის ვერცხლის პრიზიორი გახდა.