ავტორი:

30-ზე მეტი დაღუპული, ათობით დაკარგული და დაშავებულები - აშშ-ს დამანგრეველი ტორნადო დაატყდა თავს, 100-ზე მეტ ლოკაციაზე გაჩნდა ხანძარი (ფოტო/ვიდეო)

30-ზე მეტი დაღუპული, ათობით დაკარგული და დაშავებულები - აშშ-ს დამანგრეველი ტორნადო დაატყდა თავს, 100-ზე მეტ ლოკაციაზე გაჩნდა ხანძარი (ფოტო/ვიდეო)

ამერიკის შეერთებულ შტატების სამხრეთით, რამდენიმე შტატს დამანგრეველი ტორნადოები და ქარიშხალი დაატყდა თავს.

მასშტაბური ზარალი მიადგა მისურის, არკანზასის, ტეხასისა და ოკლაჰომას შტატებს.

დაღუპულია 33-ზე მეტი ადამიანი, ათობით დაშავდა.

ნანგრევებად იქცა ასობით საცხოვრებელი სახლი. მწყობრიდან გამოსულია ელექტრომომარაგების სისტემები. ელექტროენერგიის გარეშეა ასობით ათასი მომხმარებელი.

გარდა აღნიშნულისა, სტიქიის ზონაში გაჩნდა ტყის 100-ზე მეტი ხანძარი. ხანძარმა დააზიანა 300-ზე მეტი სახლი. განხორციელდა პერიმეტრზე მცხოვრები მოსახლეობის სასწრაფო ევაკუაცია.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში 50-ზე მეტი ვერტმფრენი იყო ჩართული.

მისისიპის ადმინისტრაციის ინფორმაციით ამ დრომდე ეძებენ დაკარგულებს. ყველაზე მეტი ადამიანი სწორედ მისისიპიში დაიღუპა.

რეგიონებში, სადაც ექსტრემალურმა ამინდმა ტორნადო გამოიწვია, 100 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

წყარო

იხილეთ ასევე: