ავტორი:

მამაკაცებმა მაღაზია პითონების გამოყენებით გაძარცვეს - აშშ-ში მომხდარი უჩვეულო შემთხვევის დეტალები

მამაკაცებმა მაღაზია პითონების გამოყენებით გაძარცვეს - აშშ-ში მომხდარი უჩვეულო შემთხვევის დეტალები

ტენესის შტატში უჩვეულო ძარცვა მოხდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბენზინგასამართ სადგურზე მდებარე მაღაზიაში, საღამოს საათებში ოთხი მამაკაცი შევიდა. მათ ხელში ორი მოზრდილი პითონი ეჭირათ - სწორედ ქვეწარმავლებით დაემუქრნენ მოლარეს და გაძარცვეს.

მათ პითონები დახლზე მოათავსეს და შეშინებული მოლარისგან 400 დოლარის ღირებულების კანაფის ზეთის მოპარვა შეძლეს.

მოგვიანებით ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომლებმა პოლიციას განუცხადეს, რომ ძარცვა წინასწარ იყო დაგეგმილი.

ეს არ არის პირველი მსგავსი შემთხვევა ტენესის შტატში. ადრე გველის გამოყენებით მემფისში მდებარე მაღაზია გაძარცვეს. მძარცველს ქვეწარმავალი კისერზე მქონდა შემოხვეული, თუმცა მაშინ პოლიცია ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდა და მამაკაცმა ვერაფრის წაღება ვერ შეძლო.

წყარო