ქანიე უესტი ბიანკა ცენსორისთან ოჯახური კონფლიქტის ფონზე ლოს ანჯელესში შენიშნეს. რეპერი ქუჩაში ქალთან ერთად სეირნობდა, რომელიც ბიანკას ორეულს წააგავდა. ამერიკულ მედიაში ახლა სწორედ ამ ქალის ვინაობის დადგენას ცდილობენ.
მიუხედავად იმისა, რომ ქანიეს მეგობარი ქალი ვიზუალურად ბიანკას წააგავდა, მისი ჩაცმულობის სტილი რეპერის ყოფილი ცოლისას, კიმ კარდაშიანისას უფრო მოგვაგონებდა. მას შავი, ყელიანი სვიტრი და სპორტული შარვალი ეცვა.
შეგახსენებთ, რომ 1 თვის წინ გავრცელდა ჭორები, რომ ქანიე და ბიანკა ერთმანეთს შორდებოდნენ. ეს ყველაფერი მას შემდეგ მოხდა, რაც გრემის წითელ ხალიჩაზე ცენსორი სრულიად გამჭვირვალე კაბით გამოცხადდა რეპერთან ერთად. წყაროს თქმით, ცენსორის ყელში ამოუვიდა უესტის სკანდალური ქცევები და რომ სვასტიკის დიზაინით მაისურების გაყიდვის იდეა მისთვის ბოლო წვეთი იყო. წყარომ მაშინ ისიც დასძინა, რომ რეპერისთვის წარმოუდგენელი იყო, რომ ბიანკას წასვლა მათი რომანის დასასრული გახდებოდა.
როგორც აღმოჩნდა, ქანიე მართალი იყო, რადგან სულ მალე ისინი კვლავ შერიგდნენ. რამდენიმე კვირის წინ კი მათთან დაახლოებულმა წყარომ განაცხადა, რომ წყვილი ჯერ არ იყო მზად, რომ ერთმანეთი დაეთმოთ და მათ "ურთიერთობას კიდევ ერთ შანსს აძლევდნენ".
წყარო: pagesix
მოამზადა: ანა სიბოშვილმა