ავტორი:

“10 აპრილს ქორწილი უნდა ჰქონოდა - წარმოუდგენელი ტკივილია, განადგურდა ოჯახი“ - ცნობილია ქედაში, ავარიის შედეგად დაღუპული 25 წლის გოგონას ვინაობა: რას ჰყვებიან ახლობლები

“10 აპრილს ქორწილი უნდა ჰქონოდა - წარმოუდგენელი ტკივილია, განადგურდა ოჯახი“ - ცნობილია ქედაში, ავარიის შედეგად დაღუპული 25 წლის გოგონას ვინაობა: რას ჰყვებიან ახლობლები

რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გობრონეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ. ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მიმავალი ორი მიკროავტობუსი შეეჯახა. ტრაგიკული შემთხვევის შედეგად, ადგილზე დაიღუპა 25 წლის გოგონა, ნაირა ვაშაყმაძე. რამდენიმე მგზავრი კი დაშავდა.

  • “კვირის პალიტრა“ მომხდარის დეტალებზე წერს. მათი ინფორმაციით, ნაირა ვაშაყმაძე ბათუმიდან სახლში, ხულოში, სოფელ საციხურში სოფლის მიკროავტობუსით ბრუნდებოდა.

"ძალიან შეგვძრა ამ ამბავმა. ნაირა 25 წლის იყო, ძალიან საყვარელი გოგონა. თავზარდამცემი ამბავია, ცხოვრებას ახლა იწყებდა. ჰყავდა შეყვარებული, ჩვენი თანასოფლელი ბიჭი, ოფიციალურად დანიშნული იყო და 10 აპრილს ქორწილი უნდა ჰქონოდა. უნდა გაეხარა ცხოვრებით, ბედნიერები უნდა ყოფილიყვნენ და დღეს ეს საშინელი ამბავი გავიგეთ. ძალიან განვიცდით ყველანი. წარმოუდგენელი ტკივილია. სოფლის მარშუტკით მგზავრობდა და ავარიით დაიღუპა სრულიად უდანაშაულო ადამიანი, განადგურდა ოჯახი",- ამბობს ჩვენთან საუბარში მისი თანასოფლელი გოგონა. განაგრძეთ კითხვა

იხილეთ ასევე:

ქედის მუნიციპალიტეტში, ერთმანეთს ორი მიკროავტობუსი შეეჯახა - დაიღუპა ახალგაზრდა ქალი, არიან დაშავებულები