ავტორი:

“პრეზიდენტ პუტინთან სამშაბათს ვისაუბრებ“ - დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტთან განსახილველი საკითხები დაასახელა

“პრეზიდენტ პუტინთან სამშაბათს ვისაუბრებ“ - დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტთან განსახილველი საკითხები დაასახელა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბარს სამშაბათს გეგმავს.

„მე ვისაუბრებ პრეზიდენტ პუტინთან სამშაბათს. ბევრი სამუშაო შესრულდა შაბათ-კვირას", - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

კითხვაზე, თუ რა დათმობები განიხილება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში, ტრამპმა უპასუხა: „ჩვენ ვისაუბრებთ მიწაზე. ჩვენ ვისაუბრებთ ელექტროსადგურებზე“.

„ვფიქრობ, ჩვენ უკვე ბევრი გვაქვს განხილული ორივე მხრიდან, უკრაინის და რუსეთის მხრიდან. ჩვენ უკვე ვსაუბრობთ ამაზე, გარკვეული აქტივების გაყოფაზე“, - აღნიშნა ტრამპმა.

წყარო