ფრანგი ევროპარლამენტარი რაფაელ გლუკსმანი ითხოვს, რომ საფრანგეთმა აშშ-სგან დაიბრუნოს თავისუფლების ქანდაკება. მისი თქმით, აშშ აღარ წარმოადგენს იმ ღირებულებებს, რის გამოც საფრანგეთმა მას ქანდაკება გადასცა.
"დაგვიბრუნეთ თავისუფლების ქანდაკება. ჩვენ ვეტყვით ამერიკელებს, რომლებმაც აირჩიეს ტირანების მხარე, ამერიკელებს, რომლებმაც გაათავისუფლეს მკვლევრები მეცნიერული თავისუფლების გამო: დაგვიბრუნეთ თავისუფლების ქანდაკება!
ჩვენ ის თქვენ გაჩუქეთ, თუმცა როგორც ჩანს, გძულთ და “თავისუფლების ქანდაკება“ სახლში უფრო კარგად იგრძნობს თავს", - თქვა მემარცხენე პოლიტიკოსმა რაფაელ გლუკსმანმა თავისი მოძრაობის, Place Publique-ის ყრილობაზე.
თავისუფლების ქანდაკება ნიუ-იორკის ნავსადგურში 1886 წლის 28 ოქტომბერს, ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციის ასი წლისთავზე გაიხსნა.
ის აშშ-სთვის ფრანგი ხალხის საჩუქარი იყო. ქანდაკება ფრანგმა ოგიუსტ ბარტოლდიმ დააპროექტა.