ავტორი:

ქართველი მამაკაცი, რომელმაც გერმანიაში ცოლის დაწვა სცადა, პოლიციას ჩაბარდა - რა დეტალები ხდება ცნობილი?

ქართველი მამაკაცი, რომელმაც გერმანიაში ცოლის დაწვა სცადა, პოლიციას ჩაბარდა - რა დეტალები ხდება ცნობილი?

გერმანიის პოლიციის ინფორმაციით, 46 წლის ქართველი მამაკაცი, რომელმაც ცოლს ტრამვაიში აალებადი სითხე შეასხა და ცეცხლი წაუკიდა, პოლიციას საკუთარი ნებით ჩაბარდა.

ის შემთხვევის შემდეგ გაქცეული იყო და სამართალდამცველებს მასზე ძებნა ჰქონდათ გამოცხადებული.

”ეჭვმიტანილი გერას პოლიციაში გამოცხადდა დაახლოებით დილის 9:00 საათზე, ის წინააღმდეგობის გაწევის გარეშე დააკავეს”, - აცხადებენ პოლიციაში.

  • ინციდენტი 15 მარტს, დაახლოებით დილის 10 საათზე, 3 ნომერი ტრამვაის ხაზზე მოხდა. აღნიშნული ხაზი ქალაქის ყველაზე ხალხმრავალ რაიონში, ლუზანში მიემართებოდა, სადაც დიდი საცხოვრებელი კომპლექსია განთავსებული.

BILD-ის ინფორმაციით, "დაზარალებული და თავდამსხმელი, ორივე ქართველია". ისინი, სავარაუდოდ, ერთად ჩასხდნენ ტრამვაიში. ბოლო ინფორმაციით, გაჩხრეკილია წყვილის საცხოვრებელი სახლი.

  • დამწვარი ქალი ტრამვაის მძღოლმა გადაარჩინა

მომხდარისთანავე, როდესაც მგზავრებმა სპეციალური ღილაკით ტრანსპორტი გააჩერეს, ტრამვაის მძღოლმა ცეცხლმაქრის საშუალებით ცეცხლმოკიდებული ქალი გადაარჩინა.

დაზარალებულს, რომელსაც სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები ჰქონდა, ადგილზე პირველადი დახმარება გაეწია და გადაუდებელი დახმარების ვერტმფრენით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბოლო ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

წყარო

იხილეთ ასევე: