ავტორი:

ჯასტინ და ჰეილი ბიბერები განქორწინების ზღვარზე არიან? - რას წერეს ვარსკვლავური წყვილის შესახებ მედია

ჯასტინ და ჰეილი ბიბერები განქორწინების ზღვარზე არიან? - რას წერეს ვარსკვლავური წყვილის შესახებ მედია

კანადელი მომღერალი ჯასტინ ბიბერი და მისი მეუღლე, მოდელი ჰეილი ბიბერი, შესაძლოა, ურთიერთობის სერიოზული კრიზისის წინაშე აღმოჩნდნენ. დასავლური მედიის ინფორმაციით, მათი უთანხმოების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რელიგია გახდა.

დაძაბულობა Churchome-ის ეკლესიის გამო:

  • Daily Mail-ის წყაროს ცნობით, წყვილი ამჟამად განიხილავს, უნდა დარჩნენ თუ არა Churchome-ის ეკლესიის მრევლში. Churchome არის თეკლესია, რომელსაც პასტორი ჯუდა სმიტი ხელმძღვანელობს. ბიბერები ამ ეკლესიაში წლების განმავლობაში დადიოდნენ და ჯასტინ ბიბერისთვის ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო – მან არაერთხელ აღნიშნა, რომ პასტორ სმიტის გავლენით სულიერი სიმშვიდე იპოვა.

თუმცა, ბოლო პერიოდში ჰეილი ბიბერი ეკლესიის მიმართ სკეპტიკურად განეწყო. უცნობია, ზუსტად რა გახდა ამის მიზეზი, მაგრამ წყარო აღნიშნავს, რომ ჰეილი იმედგაცრუებულია და ეჭვის ქვეშ აყენებს ეკლესიის სწავლებებსა და მიდგომებს.

შვილის დაბადებამ ყველაფერი შეცვალა?

წყაროს თქმით, ჯეკ ბლუზ ბიბერის დაბადებამ ჰეილის ღირებულებებსა და შეხედულებებში მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია. დედობის გამოცდილებამ აიძულა, ხელახლა გადაეხედა ცხოვრებაში ეკლესიის როლისთვის და სწორედ ეს გახდა წყვილს შორის კრიზისისა და განხეთქილების მთავარი მიზეზი.

ბიბერების განსხვავებული პოზიციები

ჰეილი ბიბერისთვის რელიგია ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო. წარსულში მას ნათქვამი აქვს, რომ ჯასტინს ცოლად იმიტომ გაჰყვა, რომ მასთან ქრისტიანული კავშირი იგრძნო.

ეს უთანხმოება შეიძლება იყოს მიზეზი, რის გამოც წყვილი რელიგიური საკითხების გამო განსხვავებულ გზებზე დადგა. ჰეილის სურს, რომ მათი შვილი სწორ ღირებულებებსა და რწმენაზე გაიზარდოს, თუმცა, როგორც ჩანს, მისი და ჯასტინის ხედვები ამ თემაზე აღარ ემთხვევა.

ჯასტინმა და ჰეილიმ ოფიციალურად 2018 წელს იქორწინეს. 2024 წლის მაისში წყვილმა სოციალურ ქსელებში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბავშვს ელოდნენ. მათი ვაჟი, ჯეკ ბლუზ ბიბერი, 2024 წლის 22 აგვისტოს დაიბადა.