ავტორი:

"ბრედთან ურთიერთობა პრინც უილიამთან რომანს ჰგავდა" - გვინეტ პელტროუ

"ბრედთან ურთიერთობა პრინც უილიამთან რომანს ჰგავდა" - გვინეტ პელტროუ

ჰოლივუდის ვარსკვლავმა, გვინეტ პელტროუმ, Variety-სთან ინტერვიუში, ბრედ პიტთან ურთიერთობა პრინც უილიამთან რომანს შეადარა. გვინეტი გულისხმობდა იმას, რომ ბრედი პრინცის მსგავსად პოპულარული იყო.

  • დაშორების შემდეგ გვინეტ პელტროუ და ბრედ პიტი მეგობრებად დარჩნენ. ჟურნალისტთან საუბარში მსახიობმა ყოფილ შეყვარებულს "ძალიან საინტერესო პერსონაჟი" უწოდა. მან ასევე მიანიშნა, რომ პიტის პოპულარობის გამო, ურთიერთობის საიდუმლოდ დატოვება ვერ შეძლეს.

"ეს ჰგავდა ურთიერთობას პრინც უილიამთან, ან ვინმე ძალიან ცნობილთან. ეს აუცილებლად გახმაურდებოდა,“ – თქვა პელტროუმ.

ბრედ პიტი და გვინეტ პელტროუ ერთმანეთს ფილმში "შვიდი“ შეხვდნენ, სადაც მათ მეუღლეები განასახიერეს. გადაღებების დასრულების შემდეგ, მათ შორის რომანი დაიწყო. ხოლო ერთ წელიწადში დაინიშნნენ. 1997 წელს მათი ურთიერთობა დასრულდა.

2023 წლის მაისში გვინეტ პელტროუმ Call Her Daddy-ში ალექს კუპერთან საუბრისას, ბრედ პიტთან და ბენ აფლეკთან სექსზე ისაუბრა.

"ძალიან რთულია არჩევანის გაკეთება.ჩემსა და ბრედსშორის ძლიერი ქიმია იყო, და მქონდა შეგრძნება, რომ ის ჩემი ცხოვრების სიყვარული იყო. ბენიც ტექნიკურად ძალიან კარგი იყო. ორივემ კარგი კოცნა იცია“, – თქვა პელტროუმ.