ავტორი:

“აქვს სილურჯეები თითებზე, ფეხების შეშუპება და დაკარგული მგრძნობელობა“ - გიორგი ჩიკვაიძის დედა და მეგობარი დამატებით დეტალებზე საუბრობენ

“აქვს სილურჯეები თითებზე, ფეხების შეშუპება და დაკარგული მგრძნობელობა“ - გიორგი ჩიკვაიძის დედა და მეგობარი დამატებით დეტალებზე საუბრობენ

დაკავებული ბიზნესმენის, გიორგი ჩიკვაიძის მდგომარეობა დამძიმდა - ოჯახი მის საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვს.

ბიზნესმენის დედამ, "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში ყველა პასუხისმგებელ პირს მიმართ და მოუწოდა, გიორგი ჩიკვაიძეს ყურადღება მიაქციონ.

“არ აქვს მგრძნობელობა ფეხებში, ეტლით გამოიყვანეს. სილურჯე თითებზე, ფეხების შეშუპება. ის მერვე დღეა შიმშილობს. მე ადრეც ვთქვი, რომ ამ ადამიანს აქვს ქრონიკული დაავადებები, მაგრამ აქვს თავისი გადაწყვეტილებები. ის არის სახელმწიფოს პატიმარი და კეთილი ინებონ, ახლა მოუარონ პატიმარს.

ყველაფერს აქვს ზღვარი. მე დედა აქედან, იმ ოთხ საკანში ვერ მოვეშველები, გადაიყვანეთ საავადმყოფოში. ძალიან ცუდი მდგომარეობაა, არ ვიცოდი ამ კრუნჩხვის შესახებ... ძალიან რთულია ეს ყველაფერი. მე თქვენ ჩემს ცრემლებს არ დაგანახებთ, ვიბრძოლებთ ბოლომდე. მივმართავ ყველა იმ პასუხისმგებელ ადამიანს, ასე არ შეიძლება... პატიმარს მიხედეთ, ჩემი შვილი მე მინდა ცოცხალი და არც თქვენ არ გინდათ ის მკვდარი", - ამბობს ეკა წერეთელი.

  • გიორგი ჩიკვაიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ბიზნესმენმა ირაკლი პაპიაშვილმა გაავრცელა.

“მეგობრებო, გიორგის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე, კანკალებს, ვეღარ გადაადგილდება, დღეს ადვოკატთან გამოიყვანეს ეტლით.

5 დღის წინ ჰქონდა ხანგრძლივი კრუნჩხვა, რა დროსაც ვარაუდობენ პენიტენციურის ექიმები, რომ ტვინში მოხდა დაზიანება და ამის შემდგომ ვეღარ გადაადგილდება.

ასევე, პენიტენციური დაწესებულების ექიმებს ეჭვი აქვთ, რომ შესაძლოა იყოს მენინგიტი ან ენცეფალიტი. სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელსაც მიზანშეწონილად მიაჩნია მისი საავადმყოფოში გადაყვანა.

მოვითხოვთ, გიორგი ჩიკვაიძის, დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაყვანას”, - წერს ირაკლი პაპიაშვილი.

აღნიშნულთან დაკავშირებით მან დამატებითი დეტალები “ტვ პირველის“ ეთერში გააკეთა. პაპიაშვილის თქმით, ჩიკვაიძის მდგომარეობა “უკიდურესად მძიმეა. აქვს ხელებზე, ხელის თითებზე სილურჯეები და გადაადგილება ფაქტობრივად შეუძლებელია.“

“სავარაუდოდ საუბარი შეულია, იმიტომ რომ ადვოკატს ესაუბრა,“ - თქვა პაპიაშვილმა.