ავტორი:

დღის ფოტო: როგორ დახვდნენ ქართველ ფეხბურთელებს ერევნის სტადიონზე

დღის ფოტო: როგორ დახვდნენ ქართველ ფეხბურთელებს ერევნის სტადიონზე

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ხვალ, 20 მარტს, ერევანში სომხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

თამაში "ერთა ლიგის" B დივიზიონის მომავალი მონაწილის გასარკვევად იმართება და საპასუხო მატჩი თბილისში 23 მარტს შედგება.

ქართველი ფეხბურთელები უკვე ერევანში არიან, სადაც საკმაოდ თბილი დახვედრა მოუწყვეს.

"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება", - ეწერა ქართულად დიდ ეკრანზე, ერევნის ვაზგენ სარქისიანის სახელობის სტადიონზე.

ფოტო: ღვთისავარ ანთაძე