ავტორი:

"როცა მე ვლაპარაკობ, შენ არ ლაპარაკობ! მაღიზიანებ" - ალეკ ბოლდუინს მეუღლემ საუბარი გააწყვეტინა: რა მოხდა რეალითი შოუს პრემიერაზე

"როცა მე ვლაპარაკობ, შენ არ ლაპარაკობ! მაღიზიანებ" - ალეკ ბოლდუინს მეუღლემ საუბარი გააწყვეტინა: რა მოხდა რეალითი შოუს პრემიერაზე

ჰილარია ბოლდუინი მედიის კრიტიკის ობიექტია - მიზეზი, მისი და ალეკ ბოლდუინის უხერხული ინტერვიუ გახდა.

  • ცოტა ხნის წინ, წყვილი ახალი რეალითი შოუს პრემიერას ესწრებოდა. ერთ-ერთი ინტერვიუს დროს, ჰილარიამ მეუღლეს უხეშად მიმართა და საუბარი შეაწყვეტინა:

"ღმერთო ჩემო, გაჩუმდი. როცა მე ვლაპარაკობ, შენ არ ლაპარაკობ. მაღიზიანებ." - ამბობს ის.

TikTok-ის მომხმარებლებმა გააკრიტიკეს ჰილარიას საქციელი და განაცხადეს, რომ ის "ძალიან უხეში" და "უპატივცემულო" იყო ალეკის მიმართ.

წყვილს, რომელმაც 2012 წელს იქორწინა, უკვე 7 შვილი ჰყავს: 8 წლის კარმენ გაბრიელა, 7 წლის რაფაელი, 5 წლის ლეონარდო, 4 წლის რომეო, 2 წლის ედუარდო და წლინახევრის ლუსია (ის ალეკს სუროგატი დედისგან ჰყავს). მსახიობს 26 წლის შვილიც ჰყავს ყოფილი მეუღლისგან, აირლენდ ბოლდუინი.

წყარო