ავტორი:

ტრაგედია მარნეულში: ავარიას ქვეითი ემსხვერპლა - რა დეტალებია ცნობილი

ტრაგედია მარნეულში: ავარიას ქვეითი ემსხვერპლა - რა დეტალებია ცნობილი

მარნეულში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივების ინფორმაციით, 35 წლამდე ასაკის მამაკაცი გზაზე იდგა, როდესაც ავტომობილი დაეჯახა. მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა

  • არსებული ინფორმაციით, ავტომობილს 17 წლის ბიჭი მართავდა. Aktual.ge-ის ცნობით, გარდაცვლილი 35 წლის მამაკაცი სოფელ სადახლოს მკვიდრია.

"კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა და კიდევ ერთი გარდაცვლილი მარნეულში. 17 წლის ბავშვი როდესაც საჭეს მართავს... ქვეითი არის დაღუპული ..როდის ვისწავლით ჭკუას?" - წერს "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ჯეიჰუნ მუჰამედადლი.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. მძღოლი დაკავებულია.