ავტორი:

ფეხბურთის ქომაგების რიგები საქართველო-სომხეთის სასაზღვრო-გამტარ პუნქტზე - რას ვითარებაა ადგილზე? (ვიდეო)

ფეხბურთის ქომაგების რიგები საქართველო-სომხეთის სასაზღვრო-გამტარ პუნქტზე - რას ვითარებაა ადგილზე? (ვიდეო)

დღეს ერევანში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მეზობელ სომხეთს დაუპირისპირდება. ამ დროისთვის ბილეთები მთლიანად გაყიდულია.

განსაკუთრებულად ემზადებიან ქართველი ქომაგები - მათ მატჩზე დასასწრებად ერევანსაც მიაშურეს.

საგანგებოდ, მატჩისთვის შეკრებილი და დაორგანიზებული ქართველების კოლონა ერევნისკენ დღეს დაიძრა. ვიდეოს მარიამ ლომიძე ავრცელებს.

ფეხბურთის ქომაგების აურაცხელი რაოდენობაა საქართველო -სომხეთის სასაზღვრო გამტარ პუნქტზე. ინტერნეტში ვრცელდება ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ საბაჟო - გამშვებ პუნქტზე ადამიანების ნაკადი ფეხით გადადის, ავტომობილები გრძელი კი გრძელ რიგში დგას და გადასვლის ნებართვას ელოდებიან.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები უკვე სომხეთის დედაქალაქშია, "ჯვაროსნები" ერევანში გუშინ გაემგზავრნენ, სადაც "ერთა ლიგის" B დივიზიონის მომავალი მონაწილის გასარკვევად საქართველოსა და სომხეთის ნაკრებების პირველი მატჩი გაიმართება.

საპასუხო მატჩი კი 23 მარტს თბილისში, "დინამო არენაზე", 18:00 საათზე ჩატარდება.

სომხეთისა და საქართველოს ნაკრებები ერთმანეთს პირველად 1997 წლის 30 მარტს დაუპირისპირდნენ. იმ მატჩში, რომელიც თბილისში გაიმართა, მასპინძლებმა დიდი ანგარიშით 7:0 დაამარცხეს მეტოქე.

იხილეთ ასევე: