ავტორი:

"სომხეთში ვართ თუ საქართველოში?" - ქართველ გულშემატკივართა ზღვა, სიმღერა და შეძახილები: რა ხდება ერევნის ქუჩებში? (ვიდეო)

"სომხეთში ვართ თუ საქართველოში?" - ქართველ გულშემატკივართა ზღვა, სიმღერა და შეძახილები: რა ხდება ერევნის ქუჩებში? (ვიდეო)

ერევანში დღეს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები სომხეთს დაუპირისპირდება.

ჩვენი გუნდის საგულშემატკივროდ მეზობელ ქვეყანაში ასობით ქართველი გაემგზავრა.

  • პოპულარული სპორტული გვერდი ფეისბუქზე, GeoTeam აქვეყნებს ვიდეოს ერევნის ქუჩებიდან, სადაც ჩანს ქართველ ქომაგთა ნაკადი.

"სომხეთში ვართ თუ საქართველოში?" - წერს GeoTeam.

"ჯვაროსნები" ერევანში გუშინ გაემგზავრნენ, სადაც "ერთა ლიგის" B დივიზიონის მომავალი მონაწილის გასარკვევად საქართველოსა და სომხეთის ნაკრებების პირველი მატჩი გაიმართება. თამაში 21:საათზე დაიწყება.

საპასუხო მატჩი კი 23 მარტს თბილისში, "დინამო არენაზე", 18:00 საათზე ჩატარდება.

სომხეთისა და საქართველოს ნაკრებები ერთმანეთს პირველად 1997 წლის 30 მარტს დაუპირისპირდნენ. იმ მატჩში, რომელიც თბილისში გაიმართა, მასპინძლებმა დიდი ანგარიშით 7:0 დაამარცხეს მეტოქე.

ნახეთ ვიდეო - რა ხდება ერევნის ქუჩებში