ავტორი:

რა შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა სომხეთთან მატჩში და ვინ იყო საუკეთესო?

რა შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა სომხეთთან მატჩში და ვინ იყო საუკეთესო?

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ერევანში სომხეთის ნაკრები დიდი უპირატესობით, ანგარიშით 0-3 დაამარცხა.

მატჩის 33-ე წუთზე გიორგი ქოჩორაშვილმა ოთარ კიტეიშვილის გადაცემით ისარგებლა და ანგარიში გახსნა, მალევე, 37-ე წუთზე მამარდაშვილის პასით გიორგი მიქაუტაძემ ანგარიში გაზარდა.აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების მეკარისთვის ეს არის კარიერაში პირველი საგოლე გადაცემა.

59-ე წუთზე მიქაუტაძემ ამჯერად გიორგი ჩაკვეტაძის პასი აქცია გოლად, დუბლი შეასრულა და ანგარიში 0-3 გახდა. მატჩის დარჩენილ წუთებში ანგარიში აღარ შეცვლილა.

ანალიტიკური საიტის sofascore-ის მიხედვით, ჩვენი ნაკრების ფეხბურთელების შეფასებები დღევანდელ მატჩში ასეთია - გიორგი მიქაუტაძე - 8.7, ოთარ კიტეიშვილი - 7,2, გიორგი ჩაკვეტაძე - 7.7, ზურიკო დავითაშვილი - 6,8, გიორგი ქოჩორაშვილი - 8,1, ნიკა კვეკვესკირი - 6.5, ირაკლი აზაროვი - 7,6, ლუკა ლოჩოშვილი - 6.9. საბა გოგლიჩიძე - 7.1, ოთარ კაკაბაძე - 7.2, გიორგი მამარდაშვილი - 8.0.