ავტორი:

"ახლა რომ შევალ, ვეტყვი - გაგასწარი და ვნახავ, რას მიპასუხებს" - რა თქვა გიორგი მიქაუტაძემ "კვარას" შესახებ სომხეთთან მატჩის შემდეგ

"ახლა რომ შევალ, ვეტყვი -  გაგასწარი და ვნახავ, რას მიპასუხებს" - რა თქვა გიორგი მიქაუტაძემ "კვარას" შესახებ სომხეთთან მატჩის შემდეგ

გიორგი მიქაუტაძემ სომხეთთან შესრულებული დუბლის შემდეგ, ეროვნულ ნაკრებში გატანილი გოლების რაოდენობით ხვიჩა კვარაცხელიას გადაასწრო. მატჩის შემდეგ მას ჰკითხეს, თუ ხუმრობენ უკვე ამ თემაზე ის და "კვარა", რაზეც მიქაუტაძემ ასე უპასუხა:

"არა, ჯერ არა, ახლა რო შევალ ვეტყვი - გაგასწარი და ვნახავ რას მიპასუხებს".

  • აღსანიშნავია, რომ სომხეთის ნაკრების მწვრთნელი ადრე "აიაქსს" წვრთნიდა და სწორედ მან არ მისცა გიორგის "აიაქსში" თავის გამოჩენის შესაძლებლობა, რაც მიქაუტაძისთვის სომხეთთან მატჩში დამატებით მოტივაცია იყო.

"კი, ყოფილი მწვრთნელის წინააღმდეგ თამაში იყო დამატებით მოტივაცია, მაგრამ არ ვიფიქრე მაგაზე, მარტო მოგება მინდოდა მეც და ყველას, კარგი თამაში ჩავატარეთ.

მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივარს აქ ჩამოსვლისთვის", - აღნიშნა გიორგი მიქაუტაძემ "საზოგადოებრივ მაუწყებელთან".

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ერევანში სომხეთის ნაკრები დიდი უპირატესობით, ანგარიშით 0-3 დაამარცხა.

მატჩის 33-ე წუთზე გიორგი ქოჩორაშვილმა ოთარ კიტეიშვილის გადაცემით ისარგებლა და ანგარიში გახსნა, მალევე, 37-ე წუთზე მამარდაშვილის პასით გიორგი მიქაუტაძემ ანგარიში გაზარდა.აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების მეკარისთვის ეს არის კარიერაში პირველი საგოლე გადაცემა.

59-ე წუთზე მიქაუტაძემ ამჯერად გიორგი ჩაკვეტაძის პასი აქცია გოლად, დუბლი შეასრულა და ანგარიში 0-3 გახდა. მატჩის დარჩენილ წუთებში ანგარიში აღარ შეცვლილა.