ავტორი:

"მაგრად გაგეპარეთ ხო, როგორც მცველებს" - საბა საპანაძე გიორგი მიქაუტაძეზე სახალისო ისტორიას აქვეყნებს: რა მისწერა მას ბომბარდირმა

"მაგრად გაგეპარეთ ხო, როგორც მცველებს" - საბა საპანაძე გიორგი მიქაუტაძეზე სახალისო ისტორიას აქვეყნებს: რა მისწერა მას ბომბარდირმა

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ერევანში სომხეთის ნაკრები დიდი უპირატესობით, ანგარიშით 0-3 დაამარცხა.

მატჩის 33-ე წუთზე გიორგი ქოჩორაშვილმა ოთარ კიტეიშვილის გადაცემით ისარგებლა და ანგარიში გახსნა, მალევე, 37-ე წუთზე, გიორგი მამარდაშვილის პასით გიორგი მიქაუტაძემ ანგარიში გაზარდა.

59-ე წუთზე მიქაუტაძემ ამჯერად გიორგი ჩაკვეტაძის პასი აქცია გოლად, დუბლი შეასრულა და ანგარიში 0-3 გახდა. მატჩის დარჩენილ წუთებში ანგარიში აღარ შეცვლილა.

  • თამაშის შემდეგ სპორტული ფეისბუქ გვერდი GeoTeam და მისი დამფუძნებელი საბა საპანაძე, მიქაუტაძის შესახებ სახალისო ისტორიას აქვეყნებს:

"გიორგი მიქაუტაძე გამოდის მატჩის შემდეგ ჟურნალისტების ზონაში... ისმის ხმები, ჟორჟ, გთხოვთ გაჩერდი... ჩანთა ეკეთა, ავტობუსში ავალ, ჩანთას დავდებ და დავბრუნდები ახლავეო...ჟორჟი მას შემდეგ აღარ გამოჩენილა და მომდის მესიჯი", - წერს საბა და მიქაუტაძისგან მიღებულ შეტყობინებას აქვეყნებს:

"მაგრად გაგეპარეთ ხო, როგორც მცველებს", - წერს მიქაუტაძე.