ავტორი:

მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყანა გამოვლინდა - რომელ ადგილზეა საქართველო?

მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყანა გამოვლინდა - რომელ ადგილზეა საქართველო?

Gallup World Poll-მა მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყნების რეიტინგი გამოაქვეყნა. ორგანიზაციამ მონაცემები Oxford Wellbeing Research Centre-თან, გაეროს მდგრადი განვითარების გადაწყვეტილებების ქსელსა და სარედაქციო კოლეგიასთან ერთად შეაჯამა.

მათ გამოჰკითხეს 140-ზე მეტი ქვეყნის მკვიდრი და ბედნიერების ინდექსი გამოთვალეს. გამოკითხვაში თითოეულ მონაწილეს სთხოვს, შეეფასებინათ მათი ცხოვრება მთლიანობაში.

ანგარიში განიხილავს ექვს ძირითად ნიშნულს: მშპ ერთ სულ მოსახლეზე, სოციალური მხარდაჭერა, სიცოცხლის ხანგრძლივობა, თავისუფლება, კეთილშობილება და კორუფციის აღქმა.

  • უკვე ზედიზედ რვა წელია ფინეთი რეიტინგის პირველ ადგილს იკავებს. თუმცა, აშშ-მ დრამატული ვარდნა განიცადა - ბოლო რამდენიმე წელია ის ოცეულში ხვდებოდა, 2025 წელს შეერთებულმა შტატებმა - 24-ე ადგილზე გადაინაცვლა.

„დღევანდელი ახალგაზრდები ამბობენ, რომ ნაკლებ მხარდაჭერას გრძნობენ მეგობრებისა და ოჯახის მხრიდან, ნაკლებ თავისუფლებას ცხოვრებაში და ნაკლებ ოპტიმიზმს,“ - ამბობს კვლევის თანაავტორი.

სად არის რეიტინგში საქართველო?

მოხსენებაში ასევე ჩამოთვლილია სამი ქვეყანა, რომლებშიც 2012 წლის შემდეგ ბედნიერების ინდექსი გაუმჯობესდა...წაიკითხეთ სრულად