ავტორი:

ასტრონომებმა აქამდე აღმოჩენილ ყველაზე შორეულ გალაქტიკაში, ჟანგბადის კვალს მიაგნეს - რას ნიშნავს ეს

ასტრონომებმა აქამდე აღმოჩენილ ყველაზე შორეულ გალაქტიკაში, ჟანგბადის კვალს მიაგნეს - რას ნიშნავს ეს

ასტრონომებმა აქამდე აღმოჩენილ ყველაზე შორეულ გალაქტიკაში ჟანგბადი და ისეთი ელემენტები აღმოაჩინეს, როგორიცაა მძიმე ლითონები. გალაქტიკა დედამიწისგან 13,4 მილიარდი სინათლის წლითაა დაშორებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ის უძველესია.

ასტრონომები თვლიან, რომ დიდმა აფეთქებამ სამყარო 13,8 მილიარდი წლის წინ შექმნა.

  • უჩვეულოდ დიდი, კაშკაშა შორეული გალაქტიკა, სახელად JADES-GS-z14-0, თავდაპირველად 2024 წლის იანვარში ჯეიმს უების კოსმოსური ტელესკოპის გამოყენებით აღმოაჩინეს.

ტელესკოპს შეუძლია იპოვოს ისეთი გალაქტიკებიც კი, რომელიც დიდი აფეთქებიდან მალევე დაიბადნენ.

  • გალაქტიკა JADES-GS-z14-0-ს ჩვენს ნაწილამდე მისასვლელად 13,4 მილიარდი წელი დასჭირდა. ამიტომ “ჯეიმს უები“ და სხვა ობსერვატორიები, (ALMA, ატაკამა) გალაქტიკას ისე ხედავენ, როგორიც ის 300 მილიონი წლის წინ იყო.

თავდაპირველად ასტრონომები გაოგნებულები იყვნენ ჟანგბადისა და მძიმე ლითონების აღმოჩენით. ეს აჩენს ვარაუდს, რომ გალაქტიკები უფრო სწრაფად ჩამოყალიბდნენ, ვიდრე აქამდე ეგონათ. დასკვნები გამოქვეყნდა ჟურნალში The Astrophysical Journal და Astronomy & Astrophysics.

“ეს ჰგავს მოზარდის პოვნას, სადაც მხოლოდ ჩვილებს ელოდებით. შედეგები აჩვენებს, რომ გალაქტიკა ძალიან სწრაფად ჩამოყალიბდა და ასევე სწრაფად მწიფდება“, - თქვა The Astrophysical Journal-ის კვლევის წამყვანმა ავტორმა და ნიდერლანდების ლეიდენის უნივერსიტეტის და ობსერვატორიის დოქტორანტმა, სანდერ შოვესმა.

“როდესაც ასტრონავტებმა 700 შორეული გალაქტიკა გამოიკვლიეს, JADES-GS-z14-0-ი იყო სიკაშკაშით მესამე, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე შორს იყო“,- თქვა შოვესმა.

მაგრამ ყველაზე ძველი გალაქტიკები, სავარაუდოდ, უფრო პატარა და ბუნდოვანი იქნება, რადგან იმ დროს სამყარო გაცილებით პატარა იყო.

როგორც წესი, გალაქტიკები ყალიბდებიან გაზის უზარმაზარი ღრუბლისგან, რომელიც იშლება და ბრუნავს, ივსება ახალგაზრდა ვარსკვლავებით და ძირითადად შედგება მსუბუქი ელემენტებისაგან, როგორიცაა ჰელიუმი და წყალბადი. ვარსკვლავები დროთა განმავლობაში ვითარდებიან, ისინი ქმნიან უფრო მძიმე ელემენტებს, როგორიცაა ჟანგბადი და ლითონები, რასაც ფანტავენ მთელ გალაქტიკაში და სიცოცხლის ბოლოს ვარსკვლავები ფეთქდებიან.

თავის მხრივ, მომაკვდავი ვარსკვლავების მიერ გამოთავისუფლებული ელემენტები იწვევს უფრო მეტი ვარსკვლავის წარმოქმნას, ისევე როგორც პლანეტების - რომლებიც მათ გარშემო ბრუნავს. მაგრამ JADES-GS-z14-0-ში არაფერი ემთხვევა ამ მოდელს. სამაგიეროდ, გალაქტიკა შეიცავს მოსალოდნელზე 10-ჯერ მეტ მძიმე ელემენტებს, აცხადებენ კვლევის ავტორები.

დასკვნის სახით, (JADES-GS-z14-0) უფრო მომწიფებულია, ვიდრე მოსალოდნელი იყო და ეს შედეგები გულისხმობს, რომ გალაქტიკების პირველმა თაობამ მათი მასა ძალიან სწრაფად მოიპოვა.

წყარო

იხილეთ ასევე: