ავტორი:

სასტიკი დანაშაული შეიხების წვეულებაზე? - ახალი დეტალები უკრაინული მოდელის საქმეზე, რომელიც დუბაიში მრავლობითი მოტეხილობით იპოვეს

სასტიკი დანაშაული შეიხების წვეულებაზე? - ახალი დეტალები უკრაინული მოდელის საქმეზე, რომელიც დუბაიში მრავლობითი მოტეხილობით იპოვეს

მეორე დღეა რუსული და უკრაინული მედია შემზარავ ამბავს განიხილავს. ცნობილი მოდელი მარია კოვალჩუკი მძიმედ დაშავებული დუბაიში, გზის პირას იპოვეს.

  • ამ დროისთვის 20 წლის კოვალჩუკი რეანიმაციაში იმყოფება მოტეხილი ხელებით, ფეხებითა და ხერხემლით. მას უკვე ჩაუტარდა რამდენიმე ოპერაცია. ექიმები ვერ ამბობენ, შეძლებს თუ არა მომავალში სიარულს. ცნობილია, რომ დაშავებულთან ჩაფრინდა მისი დედა ანნა, რომელიც უკრაინაში ცხოვრობს.

მარია რამდენიმე დღე არ ეკონტაქტებოდა ახლობლებს. ბოლოს დედას 9 მარტს, საკუთარ დაბადების დღეზე დაურეკა და უთხრა, რომ ორი მამაკაცის თანხლებით სასტუმროში წვეულებაზე მიდიოდა. ოჯახის წევრები ეჭვობენ, რომ ის შეიხების სექსუალური მონობის მსხვერპლი გახდა, მას სასტიკად მოექცნენ და, როგორც ჩანს, მოკვლასაც უპირებდნენ. გავრცელებული ხმების თანახმად, კოვალჩუკი შემთხვევითმა სატვირთოს მძღოლმა იპოვა - თავდაპირველად ისიც კი იფიქრა, რომ გოგონა გარდაცვლილი იყო.

ადგილობრივ მედიასთან მარიას მეგობრები ჰყვებიან, რომ გავრცელებული ვერსია, თითქოს გოგონა იქ შეიხების წვეულებაზე დასასწრებად ჩავიდა, მათთვის დაუჯერებელია.

"ეს სიახლე ჩემთვის ნამდვილი შოკი იყო. მე მაინც არ მჯერა. რა თქმა უნდა, მინდა, რომ დამნაშავეები დაისაჯონ. "ყველაფერს გავაკეთებ მაშას დასახმარებლად", - თქვა უკრაინელის ერთ-ერთმა მეგობარმა.

ამავდროულად, მისი ახლობლები დარწმუნებულნი არიან, რომ მოდელი გამოცდას გაუმკლავდება. ისინი კოვალჩუკს ძლიერ გოგოდ თვლიან.

  • აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელებში გოგონას ძიებისას გაჩნდა ვარაუდები, რომ კოვალჩუკს შეეძლო დასწრებოდა VIP წვეულებას "პორტო-პატი", სადაც მოწვეული გოგონების ძალადობა და დამცირება ხდება. ამავდროულად, კოვალჩუკის ახლობლები უარყოფენ ჭორებს მოდელის დაინტერესების შესახებ მსგავსი ღონისძიებებით.

შეგახსენებთ, რომ კოვალჩუკი არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში 15 თებერვალს ჩავიდა. სოციალურ ქსელებში ის საკუთარ თავს ეროტიკულ მოდელს უწოდებდა.

წაიკითხეთ ასევე: