ავტორი:

ევროპა მესამე მსოფლიო ომისთვის ემზადება - "გადარჩენის გზამკვლევები", მასობრივი ევაკუაციები, უზარმაზარი ბუნკერები: როდის ელოდებიან საფრთხეს?

ევროპა მესამე მსოფლიო ომისთვის ემზადება - "გადარჩენის გზამკვლევები", მასობრივი ევაკუაციები, უზარმაზარი ბუნკერები: როდის ელოდებიან საფრთხეს?

“ევროპა “გადარჩენის გზამკვლევებით“, ბირთვული ბუნკერებით და სამხედრო გაწვევის გეგმებით, მესამე მსოფლიო ომისთვის ემზადება,“ - ამის შესახებ გამოცემა thesun წერს და კონტინენტზე არსებულ მდგომარეობას მიმოიხილავს.


სტატიაში ნათქვამია, რომ კონტინენტი ხელახლა იარაღდება, რადგან არის საშიშროება, რომ ვლადიმერ პუტინი რამდენიმე წელიწადში დაიწყებს ომს, რომელიც ნატოს აღმოსავლეთ ევროპიდან განდევნის და რუსეთის იმპერიას აღადგენს.


საფრანგეთის მოქალაქეებს მოუწოდებენ დაიცვან ქვეყანა შეჭრის შემთხვევაში



ჯარისკაცები ვარჯიშობენ სროლაში - ნორვეგიის ფინმარკის რეგიონი


ევროკავშირი თვლის, რომ შესაძლოა რუსეთმა შეტევა 2030 წელს განახორციელოს.


“ბლოკი უნდა მოემზადოს მოსკოვთან სრულმასშტაბიანი ომისთვის,“ - წერს გამოცემა.


ქვეყნები ამზადებენ თავიანთ მოქალაქეებს სასტიკი ბრძოლისთვის და ბრიტანეთს მოუწოდებენ შეუერთდეს ევროპულ ქვეყნებს.


პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ განაცხადა, რომ მას სურს აშშ-ის ბირთვული იარაღი განათავსოს თავისი ქვეყნის მიწაზე


საფრანგეთმა შეჭრის შემთხვევაში თავისი მოქალაქეებისთვის გადარჩენის სახელმძღვანელოც გამოსცა.


  • 20 გვერდიანი ბუკლეტი საფრანგეთის მოქალაქეებს ურჩევს, თუ როგორ უნდა დაიცვან თავები და საყვარელი ადამიანები შეიარაღებული შემოჭრის, ბირთვული ავარიის ან სხვა სახიფათო შემთხვევებში.

ბუკლეტში აღნიშნულია, რომ ყველა ოჯახს მომარაგებული უნდა ჰქონდეს წყალი, დაკონსერვებული საკვები, ბატარეები და ძირითადი სამედიცინო საშუალებები.



ამ კვირის დასაწყისში საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ფრანგული გამანადგურებლები, რომლებიც აღჭურვილია შემდეგი თაობის ჰიპერბგერითი ბირთვული რაკეტებით, განლაგებულია მოკავშირე გერმანიის საზღვარზე.


ბერლინი, სავარაუდოდ საფრანგეთის ბირთვული იარაღით არის დაცული.


რაც შეეხება ვარშავას, იმედოვნებს რომ ბირთვულ დაცვას მიიღებს ან საფრანგეთისგან, ან ვაშინგტონისგან. თავად კი საფრთხის შემთხვევაში ყველა მამაკაცის გაწვევას გეგმავს.


ნორვეგიის ხელისუფლება ემზადება მასობრივი წვრთნების ჩასატარებლად. ქვეყანა რუსეთთან 121 მილის არქტიკულ საზღვარს იზიარებს. ის ნატოს წვრთნებს მომავალ წელს უმასპინძლებს.



  • სკანდინავიის ქვეყნების “გადარჩენის გზამკვლევები“ უკვე დაურიგდათ.

“გერმანიის გეგმები, მოემზადოს მესამე მსოფლიო ომისთვის, უკვე გამოვლინდა 1000 გვერდიან საიდუმლო დოკუმენტში, სახელწოდებით Operation Germany“, - აღნიშნავს გამოცემა.

Frankfurter Allgemeine-ის თანახმად, საიდუმლო დოკუმენტებში იდენტიფიცირებულია კონკრეტული შენობები და ინფრასტრუქტურა, რომლებიც სამხედრო საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში სპეციალურ დაცვას საჭიროებენ.


მთავრობა ასევე ადგენს ბუნკერების სიას, რომლებიც შეიძლება იყოს თავშესაფრები მშვიდობიანი მოსახლეობისთვის.


ბერლინი მზად არის განათავსოს 200 000 მანქანა და ნატოს 800 000 ჯარისკაცი თავის ტერიტორიაზე, თუ რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომი დაიწყება.


ევროპელი ჯარისკაცები მონაწილეობას იღებენ ნატოს წვრთნებში - თებერვალი

ხოლო ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთთან საზღვარზე ერთობლივ თავდაცვით ხაზს აშენებენ. ის იქნება ტანკსაწინააღმდეგო თხრილები, ტყეები, დაბრკოლებები, “ზღარბები“ და სარაკეტო სისტემები.


ევროკავშირი სრულ გადაიარაღებას გეგმავს და ამისთვის დაახლოებით 800 მილიარდ ევრომდე დახარჯავს.


იხილეთ ასევე: