ავტორი:

"ის ახალ ამბებში დავინახე და ვიფიქრე: ეს საზიზღრობაა" - მასკის ქალიშვილის ხმაურიანი ინტერვიუ: მისი თქმით, მამამისის ჟესტი "ნამდვილად ნაცისტური მისალმება იყო"

"ის ახალ ამბებში დავინახე და ვიფიქრე: ეს საზიზღრობაა" -  მასკის ქალიშვილის ხმაურიანი ინტერვიუ: მისი თქმით, მამამისის ჟესტი "ნამდვილად ნაცისტური მისალმება იყო"

ილონ მასკის უფროსმა შვილმა, ვივიენ ჯენა უილსონმა, საჯაროდ ისაუბრა მამის შესახებ და თქვა რომ იანვრის თვეში, ორ გამოსვლაზე, მამამისი მიერ გაკეთებული მისასალმებელი ჟესტი "ნამდვილად ნაცისტური მისალმება იყო". მისივე თქმით, მასკი არის "კარიკატურულად ბოროტი" თეთრი სახლის ნაწილი.

"ეს ნაცისტური მისალმება სიგიჟე იყო. საყვარლებო, ჩვენ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ, ნაცისტური მისალმება - ნამდვილად იყო ნაცისტური მისალმება. ის ახალ ამბებში დავინახე და ვიფიქრე: ეს საზიზღრობაა, ალბათ ამაზე უნდა დავწერო და დავგმო, რაც რამდენჯერმე გავაკეთე... მართალი გითხრათ, ის სრულებით არ მაინტერესებს. მაღიზიანებს, რომ მასთან ვასოცირდები,“ - თქვა უილსონმა.

  • ამის შესახებ 20 წლის უილსონმა Teen Vogue-სთან ახალ ინტერვიუში განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ ის, რასაც მასკი ფედერალურ მთავრობაში აკეთებს, “გასაოცრად უხერხულია".

  • უილსონი საზოგადოებრივი ყურადღების ცენტრში გასულ წელს მოექცა, როცა მასკმა მის შესახებ "პოდკასტში" ისაუბრა. მაშინ მილიარდერმა განაცხადა, რომ "მოტყუებით" მოაწერინეს ხელი დოკუმენტებზე, რათა უილსონს, რომელიც იმ დროს 16 წლის იყო, გენდერის შეცვლის სამედიცინო მკურნალობა მიეღო.

"არსებითად, მე ჩემი ვაჟი დავკარგე. ამას “მიცვალებულის სახელით მოხსენიებას” უმიზეზოდ კი არ უწოდებენ. მიზეზი კი ისაა, რომ შენი ვაჟი მკვდარია," - განაცხადა მასკმა დასძინა, რომ ამ გამოცდილების შედეგად პირობა დადო გაენადგურებინა “გამოღვიძებული ცნობიერების ვირუსი“.

გასულ წელს, NBC News-თან ინტერვიუში უილსონმა განაცხადა, რომ მასკი მისი ცხოვრების უმეტეს ნაწილში არ ფიგურირებდა. ის ხშირად ხდებოდა სასტიკი, როცა უილსონი ბავშვობისას ფემინურ თვისებებს ავლენდა. მან 2022 წელს კალიფორნიის სასამართლოს მიმართა, რომ თავისი სახელიდან "მასკი" ოფიციალურად ამოეღო. სასამართლო დოკუმენტებში აღინიშნა, რომ უილსონი "აღარ ცხოვრობს და არც სურს, რაიმე ფორმით დაკავშირებული იყოს თავის ბიოლოგიურ მამასთან".

"ცივი იყო, ძალიან სწრაფად ბრაზდება. უგრძნობი და ნარცისია" - უთხრა მან NBC News-ს.

მიუხედავად იმისა, რომ მამასთან თვეების განმავლობაში არ ჰქონდა კონტაქტი, გენდერის დამადასტურებელი სამედიცინო მკურნალობის მისაღებად კანონით მაინც უნდა მიეღო მისი თანხმობა, რადგან იმ დროს არასრულწლოვანი იყო.

"საკლასო ოთახში მუდმივად ფსიქიკური შეტევები მქონდა. დღეებს ვერ ვუმკლავდებოდი. გაღვიძება არ მინდოდა, არც - რამის კეთება. პრაქტიკულად, მხოლოდ დალპობა მინდოდა. უბრალოდ ვფიქრობდი, რომ ცხოვრებას ვერ შევძლებდი. ვფიქრობდი, რომ თუ საკუთარი იდენტობის დამალვა კვლავ მომიწევდა, ეს ძალიან დესტრუქციულ გზაზე წამიყვანდა", - აღნიშნა უილსონმა ინტერვიუში.

  • უილსონმა განაცხადა, რომ დედამისი და ილონ მასკის პირველი ცოლი, ჯასტინ მასკი, მას მხარს უჭერდა. მისივე თქმით, ის მასკის ოჯახის მხარეს "თვალს არ ადევნებს".

კითხვაზე, აქვს თუ არა კარგი ურთიერთობა და-ძმასთან, უილსონმა უპასუხა: "ვიტყოდი, რომ სინამდვილეში არ ვიცი, რამდენი და-ძმა მყავს, თუ ნახევარ და-ძმებს ჩავთვლით."

მიუხედავად იმისა, რომ მამამისი მილიარდერია, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს, უილსონი აცხადებს, რომ მასკი მის ცხოვრებაში არ დომინირებს. "ხალხი შიშით იკვებება. მე ამ სივრცეს ჩემს გონებაში არავის ვაძლევ", - განაცხადა მან.

ილონ მასკს ოთხ სხვადასხვა ქალთან 14 შვილი ჰყავს.

წყარო

იხილეთ ასევე: