21 მარტს, ლონდონის უმსხვილესი საერთაშორისო, "ჰითროუს" აეროპორტი დროებით დაიხურა. გავრცელებული ინფორმაციით, ქვესადგურში, რომელიც აეროპორტს ელექტროენერგიით ამარაგებს, ღამით ხანძარი გაჩნდა. თუმცა, ხანძრის მისი გამომწვევი მიზეზი უცნობია.
შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, ცეცხლის ლოკალიზების სამუშაოებში 70-ზე მეტი მეხანძრე იყო ჩართული.
“ჰითროუ“ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული აეროპორტია. 2024 წელს ის 83,9 მილიონ მგზავრს მოემსახურა.
როგორც dailymail წერს, ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ აეროპორტში გაჩენილი ხანძარი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ბოლოდრინდელ კამპანიასთან იყოს კავშირში, რომელიც საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის წინაპირობაა.
“დასავლელი ოფიციალური პირები რუსეთს ევროპაში ათობით თავდასხმისა და სხვა ინციდენტის ორკესტრირებაში ადანაშაულებენ. ეს ყველაფერი კი სამი წლის წინ, უკრაინაში შეჭრამ გამოიწვია. ისინი ამტკიცებენ, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის კამპანია არის პრეზიდენტ პუტინის ომის გაგრძელება ევროპულ საზოგადოებებში უთანხმოების დათესვისა,“ - წერს გამოცემა.
თუმცა კრემლი ამდაგვარ ბრალდებებს უარყოფს.
“მე რომ ვიყო უცხო, მტრული მხარე და მსურდეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული აეროპორტის ჩამოშლა, ქვესადგურის მსგავს სამიზმეს ავირჩევდი,“ - განუცხადა MailOnline-ს საერთაშორისო კორპორაციული დაცვის ჯგუფის დირექტორმა და დამფუძნებელმა, უილ გედესმა.
იხილეთ ასევე: