ავტორი:

"არა მხოლოდ ქართველმა ფეხბურთელებმა, გულშემატკივრებმაც კარგი გაკვეთილი ჩაგვიტარეს, ყოჩაღ, ძმებო!" - როგორ ეხმაურებიან სომხები საქართველოს გამარჯვებას?

"არა მხოლოდ ქართველმა ფეხბურთელებმა, გულშემატკივრებმაც კარგი გაკვეთილი ჩაგვიტარეს, ყოჩაღ, ძმებო!" - როგორ ეხმაურებიან სომხები საქართველოს გამარჯვებას?

ქართულ და სომხურ სოციალურ ქსელებში არ წყდება გუშინდელი საქართველო-სომხეთის საფეხბურთო მატჩის განხილვა. მოგეხსენებათ, ერთა ლიგის B დივიზიონში ადგილის მოსაპოვებლად პირველ მატჩში საქართველომ სომხეთს სტუმრად 0:3 სძლია.

მატჩის შემდეგ კომენტარი სომხეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ჯონ ვან ტ'სხიპმა გააკეთა:

"შედეგი თამაშის შესაბამისია და ასახავს იმ სიტუაციას, რომელიც ამ ორ გუნდს შორის არსებობს. ძირითადი განსხვავება ისაა, რომ მოწინააღმდეგე უფრო მოწიფულია. სამივე გაშვებული გოლისას დაცვაში შეცდომები დავუშვით. ეს იმ მდგომარეობას ასახავს, რომელშიც ამჟამად ჩვენი გუნდი იმყოფება. მთავარია, ფეხბურთელებმა მუშაობა გააგრძელონ და ეცადონ საქართველოს ნაკრების დონეს მიაღწიონ.

გვქონდა დადებითი მომენტები, მაგრამ როდესაც ასეთ ძლიერ მეტოქესთან ასეთ შეცდომებს უშვებ, ძნელია სხვა შედეგის იმედი გქონდეს. ჯერ ცვლილებზე საუბარი ნაადრევია, ყველაფრის გაანალიზებაა საჭირო. შესაძლოა, თბილისში შემადგენლობაში ცვლილებები განვახორციელო. ამაზე ამ დღეებში ვიფიქრებთ.

ამ გუნდს ისეთ გამოცდილ და მაღალი დონის მოწინააღმდეგესთან კონკურენციის გასაწევად, როგორიც საქართველოა, აუცილებელი დონის მიღწევა და გაზრდა სჭირდება. გულშემატკივრებმა მოთმინება და იმედი უნდა იქონიონ, რომ ეს შესაძლებელია. აუცილებელია ბურთის დაკარგვების რაოდენობა შევამციროთ და ისეთი კადრები შევარჩიოთ, რომლებთანაც მომავალში ვიმუშავებთ".

გთავაზობთ სომეხი გულშემატკივრების რამდენიმე კომენტარს:

  • "ვულოცავ საქართველოს, ისინი აშკარად ძლიერები იყვნენ და დამსახურებულად გაიმარჯვეს".
  • "არა მხოლოდ ქართველმა ფეხბურთელებმა, გულშემატკივრებმაც კარგი გაკვეთილი ჩაგვიტარეს, ყოჩაღ, ძმებო!"
  • "ჩვენ ძმები ვართ, ვულოცავ ქართველებს!"
  • "საქართველოს მსოფლიო დონის ნაკრები ჰყავს. ყოჩაღ, ცავა ტანემ".
  • "საქართველოს გამარჯვება ჩვენი გამარჯვებაც არის. ძმები ვართ და ჩვენს შორის ძლიერმა გაიმარჯვა. ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ზუსტად ისე ვგულშემატკივრობდით, როგორც სომხეთი ნაკრებს ვუგულშემატკივრებთ მომავალში".
  • "დონეში განსხვავება აშკარა იყო, ქართველები მსოფლიოს წამყვან გუნდებში თამაშობენ, შეხედეთ სად თამაშობენ ჩვენები, ყველაფერი ლოგიკურად განვითარდა, ყველას ვულოცავ!"
  • "ბავშვობა გამახსენდა, როდესაც თბილისის "დინამო" და ერევნის "არარატი" თამაშობდნენ. სწორად გამიგეთ მაშინაც და ახლა ფრეზე ვოცნებობდი"
  • "ჩვენებმა მოუგეს ჩვენებს, პატივისცემით, ავლაბრიდან".
  • "ვულოცავ საქართველოს, სომხეთმა კი ბევრი უნდა იმუშაოს, ბევრი ქართველი გულშემატკივარი პირველად იყო ჩვენთან, იმედი მაქვს, კარგი შთაბეჭდილება დავტოვეთ მათზე. ჩამოდით კიდევ, არა სტუმრად, არამედ როგორც საკუთარ სახლში, ჩვენი კარი ღიაა მეგობრებისთვის. წარმატებები თქვენ".

იხილეთ ასევე: