ავტორი:

ტრამპის ადმინისტრაცია 532 000 მიგრანტს იურიდიულ სტატუსს გაუუქმებს - ვის შეეხება ბრძანება?

ტრამპის ადმინისტრაცია 532 000 მიგრანტს იურიდიულ სტატუსს გაუუქმებს - ვის შეეხება ბრძანება?

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი ნახევარ მილიონზე მეტ კუბელ, ჰაიტიელ, ნიკარაგუელ და ვენესუელელ იმიგრანტს ლეგალურ სტატუსს შეუჩერებს. ახალი გეგმა 24 აპრილიდან ამოქმედდება.

530 000 იმიგრანტი აშშ-ში ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდში, CHNV-ის პროგრამის ფარგლებში შემოვიდა. ბაიდენის ადმინისტრაცია ამტკიცებდა, რომ CHNV ხელს შეუწყობდა უკანონო გადაკვეთის შეკავებას აშშ-ს სამხრეთ საზღვარზე.

CHNV-ის პროგრამა თავდაპირველად 2022 წელს ვენესუელელებისთვის შეიქმნა, ხოლო შემდეგ კიდევ 3 ქვეყანაზე გავრცელდა.

  • პროგრამა უფლებას აძლევდა იმიგრანტებსა და მათ უახლოესი ოჯახის წევრებს აშშ-ში ჩასულიყვნენ, თუ მათ ამერიკელი სპონსორიც ჰყავდათ და ქვეყანაში ლეგალური იმიგრანტის დროებითი სტატუსის ქვეშ მაქსიმუმ 2 წლის განმავლობაში დარჩენილიყვნენ.

პროგრამა დონალდ ტრამპმა ინაუგურაციის დღესვე გააუქმა.

  • ტრამპი ასევე განიხილავს, გააუქმოს სამართლებრივი სტატუსი დაახლოებით 240 000 უკრაინელისთვის, რომლებიც შეერთებულ შტატებში რუსეთთან კონფლიქტის დროს გაიქცნენ.

გასულ თვეში ემიგრანტების უფლებების დამცველმა ჯგუფმა უჩივლა ტრამპის ადმინისტრაციას პროგრამის შეწყვეტის გამო:

"ტრამპის ადმინისტრაცია არღვევს ვალდებულებას, რომელიც ფედერალურმა მთავრობამ აიღო ასიათასობით ამერიკელი სპონსორისა და ბენეფიციარის წინაშე" - ამბობენ ისინი.

აღსანიშნავია, რომ იანვარში თანამდებობის დაკავების შემდეგ, ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკა უამრავ იურიდიულ დაბრკოლებას წააწყდა.

წყარო