ავტორი:

უწყვეტი პროტესტის 115-ე დღე - რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

უწყვეტი პროტესტის 115-ე დღე - რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის 115-ე დღე მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილი უკვე გადაკეტეს. აქციის მონაწილეებს ადგილზე საქართველოს დროშები და სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ მოტანილი.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ - „ცეცხლი ოლიგარქიას“. ისინი კვლავ ახალ საპარლამენტო არჩევნებსა და აქციების მიმდინარეობისას დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვენ. ცოტა ხანში მათ მარჯანიშვილის მოედნიდან მარშით წამოსული "MEGOBARI აქტის" მხარდამჭერებიც შეუერთდებიან.