ავტორი:

"სანამ ერთი მათგანიც კი იქნება ცოცხალი, ვინც გიორგი აწამა, ჩემთვის ომი არ დასრულდება" - რას წერს გიორგი ანწუხელიძის მეუღლე

"სანამ ერთი მათგანიც კი იქნება ცოცხალი, ვინც გიორგი აწამა, ჩემთვის ომი არ დასრულდება" - რას წერს გიორგი ანწუხელიძის მეუღლე

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინაში გიორგი ანწუხელიძის წამების სავარაუდო მონაწილე, ყაზბეგ ტომოვი მოკლეს.

აღნიშნულს ეხმიანება ანწუხელიძის მეუღლე, მაკა ჩიკვილაძე.

  • "სანამ ერთი მათგანიც კი იქნება ცოცხალი, ვინც გიორგი აწამა, ჩემთვის ომი არ დასრულდება", - წერს მაკა ჩიკვილაძე.

ინფორმაციისთვის,უცნობია, როდის და რა ვითარებაში მოკლეს ტიმოვი. ამბის შესახებ სხვადასხვა ტელეგრამ არხები წერენ. ამ თემაზე პოსტს აქვეყნებს ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრი. დავით ქაცარავაც.

"უკრაინელებმა გაანადგურეს ყაზბეგ ტიმოვი (ოსი სეპარატისტი)- გიორგი ანწუხელიძის უშუალო ჯალათი/მკვლელი. ჩვენს მაგივრად აიღეს სისხლი ჩვენმა ძმებმა! დიდება გმირებს! დიდება უკრაინას! დიდება უკრაინაში მებრძოლ ქართველ და სხვა ეროვნების მეომრებს!“, – წერს დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში.

  • საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე, მე-4 ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის აგვისტოში საოკუპაციო ძალებმა ცხინვალში წამებით მოკლეს. ანწუხელიძის ცხედარი ცხინვალიდან 2008 წლის ნოემბერში გადმოასვენეს. მისი წამების ამსახველი ვიდეოკადრები კი ინტერნეტში 2009 წელს გავრცელდა. სიკვდილის შემდეგ გიორგი ანწუხელიძეს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.