ავტორი:

გოლები მეტოქის კარში, გადაჭედილი სტადიონი და გაოცებული გულშემატკივრები - საქართველო-სომხეთის საფეხბურთო მატჩს ნიკოლ ფაშინიანი კობახიძესა და ყაველაშვილთან ერთად უყურებს (განახლებადი ინფორმაცია)

გოლები მეტოქის კარში, გადაჭედილი სტადიონი და გაოცებული გულშემატკივრები - საქართველო-სომხეთის საფეხბურთო მატჩს ნიკოლ ფაშინიანი კობახიძესა და ყაველაშვილთან ერთად უყურებს (განახლებადი ინფორმაცია)

საქართველო - სომხეთის საფეხბურთო მატჩი დინამოო არენაზე 18:00 საათზე დაიწყო.

  • თამაშის დაწყებიდან მეოთხე წუთზე, პირველი გოლი სომხების კარში ოთარ კიტეიშვილმა გაიტანა. მალევე, 14-ე წუთზე, მორე გოლი შეაგდო გიორგი მიქაუტაძემ. მესამე გოლი კი 23-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძემ დაამატა.

ამჟამად საფეხბურთო მატჩის ანგარიში 3:0-ია საქართველოს სასარგებლოდ.

დინამოს არენაზე სპეციალურად ჩამოვიდნენ სომეხი გულშემატკივრები. ისინი საკუთარ გუნდს გამარჯვებისკენ მოუწოდებენ.

  • მატჩს საქართველოს პრემიერ ირაკლი კობახიძესთან და მიხეილ ყაველაშვილთან ერთად, ესწრება სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ პაშინიანი.

ცნობისთვის, პირველი მატჩი სომხეთში, ერევანში გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრებმა ანგარიშით 0-3 გაიმარჯვა. ორრაუნდიანი დაპირისპირების შედეგად გაირკვევა, რომელი გუნდი იასპარეზებს "ერთა ლიგის" B დივიზიონში.

  • განახლება 18:28

"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" განმეორებით მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრები სომხეთს ანგარიშით 4:0 ამარცხებს. მეოთხე გოლის ავტორი ოთარ კიტეიშვილია.

მესამე გოლი გიორგი ჩაკვეტაძემ შეხვედრის 23-ე წუთზე გაიტანა, ხოლო მეოთხე კვლავ ოთარ კიტეიშვილმა გაიტანა.

საქართველოს გუნდის ძირითადი შემადგენლობა ასეთია: მამარდაშვილი, კაკაბაძე, გოგლიჩიძე, კაშია, წიტაიშვილი, ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე.

  • განახლება 18:35

5:0 - გიორგი მიქაუტაძის გოლმა 35-ე წუთზე, საქართველოსა და სომხეთს შორის ანგარიში კოლოსალურად გაზარდა.

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე, 48-ე წუთზე სომხეთის ნაკრების ფეხბურთელმა, სევიკიანმა პირველი გოლის გატანა შეძლო ქართველების კარში.

განახლება 19:24

მეორე ტაიმის 62-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა და სომხეთის კარში მეექვსე გოლის გატანა შეძლო.

ფოტო: ვანო გორგიშვილი