ავტორი:

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა. პროტესტის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.

საკანონმდებლო ორგანოსთან პროტესტი 117-ე დღეა მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია - ახალი არჩევნების დანიშვნა და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება.

აქციის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები და საქართველოს, აშშ-ისა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი.