ავტორი:

"უკრაინასთან იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმებას მივაღწიეთ, ხელს მალე მოვაწერთ - ახლა ტერიტორიებისა და სადემარკაციო ხაზების შესახებ ვსაუბრობთ" - დონალდ ტრამპი

"უკრაინასთან იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმებას მივაღწიეთ, ხელს მალე მოვაწერთ - ახლა ტერიტორიებისა და სადემარკაციო ხაზების შესახებ ვსაუბრობთ" - დონალდ ტრამპი

უკრაინასთან იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმებას მალე გავაფორმებთ , - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ კაბინეტის შეხვედრაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

"იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმებას მივაღწიეთ. ხელს მალე მოვაწერთ. ახლა ტერიტორიების შესახებ ვსაუბრობთ. სადემარკაციო ხაზების შესახებ ვსაუბრობთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ასევე, მისი თქმით, უკრაინასთან ელექტროსადგურების ამერიკული კომპანიების მფლობელობაში გადაცემის საკითხი განიხილება.

"ელექტროსადგურის მფლობელობის საკითხზე ვსაუბრობთ. ადამიანები ამბობენ, რომ ელექტროსადგურს აშშ უნდა ფლობდეს, რადგან ჩვენ ამის ექსპერტიზა გვაქვს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.