ავტორი:

ტრამპის ადმინისტრაციამ "ჩატში", სადაც "ჰუსიტების“ წინააღმდეგ იერიშს გეგმავდნენ, შემთხვევით, ჟურნალისტი დაამატა - რა საიდუმლო დეტალებზე საუბრობდნენ პოლიტიკოსები?

ტრამპის ადმინისტრაციამ "ჩატში", სადაც "ჰუსიტების“ წინააღმდეგ იერიშს გეგმავდნენ, შემთხვევით, ჟურნალისტი დაამატა - რა საიდუმლო დეტალებზე საუბრობდნენ პოლიტიკოსები?

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ "ჩატში", სადაც "ჰუსიტების“ წინააღმდეგ სარაკეტო იერიშების გეგმებს განიხილავდნენ, შეცდომით ამერიკელი ჟურნალისტი დაამატა. ამის შესახებ სტატიას თავად ჟურნალისტი, გამოცემა The Atlantic-ის მთავარი რედაქტორი, ჯეფრი გოლდბერგი აქვეყნებს.

  • ჯეფრი გოლდბერგი წერს, რომ 11 მარტს აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ იემენში სარაკეტო იერიშების განხორციელებამდე ოთხი დღით ადრე, მაიკ უოლცისგან (ეროვნული უსაფრთხების საკითხებში დონალდ ტრამპის მრჩეველი) მესენჯერ Signal-ის ჩატში, სახელწოდებით „Houthi PC small group“-ში მიწვევა მიიღო.

გოლდბერგის ცნობით, ჩატში 18 ადამიანი იყო, მათ შორის, აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ეროვნული დაზვერვის დირექტორი ტულსი გაბარდი, CIA-ს დირექტორი ჯონ რეტკლიფი, ახლო აღმოსავლეთში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და სხვები.

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, ბრაიან ჰიუზმა The New York Post-ს გოლბერგის მიერ გავრცელებული ინფორმაცია დაუდასტურა და აღნიშნა, რომ "ჩატში მიმოწერა ნამდვილია და ახლა იკვლევენ, თუ როგორ დაემატა შემთხვევითი ნომერი ჩატს“.