ავტორი:

აღმოჩენილია დიდი ოდენობით განძი, რომელიც რკინის ხანაში, დამარხეს - ვინ იყო მფლობელი

აღმოჩენილია დიდი ოდენობით განძი, რომელიც რკინის ხანაში, დამარხეს - ვინ იყო მფლობელი

14 ცხენის აღკაზმულობას, საბრძოლო შუბებს, ქვაბებს და ღვინის თასს

ბრიტანეთში, იურკშირის ერთ-ერთ სოფელში, არქეოლოგებმა რკინის ხანის დროინდელი განძი აღმოაჩინეს. განძი პირველად 2021 წლის დეკემბერში, შემთხვევით იპოვეს. მომდევნო წელს ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები დაიწყო.

  • აღმოჩენა შეიცავს 14 ცხენის აღკაზმულობას, საბრძოლო შუბებს, ქვაბებს და ღვინის თასს, ასევე ორბორბლიანი ეტლის ნაწილებს.

მასალის კვლევა, რომელიც ამჟამად მის საწყის ეტაპზეა, მეცნიერებს დაეხმარება გაიგონ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო რკინის ხანის ადამიანისთვის სიმდიდრე და სტატუსი, სად და როგორ მოგზაურობდნენ, რამდენად განვითარებული იყო ვაჭრობა...

  • არქეოლოგების განცხადებით, აღმოჩენილი ნივთების უმეტესობა განზრახ დაწვეს ან დაამტვრიეს.

"განძი განსაკუთრებულია არამარტო ბრიტანეთისთვის, არამედ - მთელი ევროპისთვის. მისი თავდაპირველი მფლობელი მთელ ბრიტანეთში, ევროპასა და რომაულ სამყაროშიც კი გავლენიანი ადამიანი უნდა ყოფილიყო. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ამაღელვებელი აღმოჩენა დიდ ბრიტანეთში" - განაცხადა პროფესორმა ტომ მურმა, დურჰამის უნივერსიტეტის არქეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

რკინის ხანა — საზოგადოების განვითარების ისტორიის ერთ-ერთი ეპოქა, როდესაც საბრძოლო და სამეურნეო იარაღის დასამზადებლად ძირითადად რკინა გამოიყენებოდა.

წყარო