ავტორი:

"ვფიქრობ, რუსეთს სურს, რომ ომი დასრულდეს, ზელენსკის სურს, რომ ის დასრულდეს" - დონალდ ტრამპი

"ვფიქრობ, რუსეთს სურს, რომ ომი დასრულდეს, ზელენსკის სურს, რომ ის დასრულდეს" - დონალდ ტრამპი

"ვფიქრობ, რუსეთს სურს, ომი დასრულდეს, მაგრამ შესაძლოა, ფეხს ითრევენ", - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Newsmax-თან ინტერვიუში განაცხადა.

  • "ვფიქრობ, რუსეთს სურს, რომ ომი დასრულდეს, მაგრამ შესაძლოა, ისინი ფეხს ითრევენ. ვფიქრობ, რუსეთს სურს, რომ ეს დასრულდეს და ვფიქრობ, ზელენსკის სურს, რომ ეს დასრულდეს“, - აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, ორივე მხარე კვირაში, საშუალოდ, 2 500 ჯარისკაცს კარგავს.

”ისინი არ არიან ამერიკელები, მაგრამ ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს, ამ თვალსაზრისით. ვხედავ ბრძოლის ველების სურათებს - მირჩევნია არ ვნახო. უბრალოდ მინდა, რომ ეს შეჩერდეს“, - აღნიშნა ტრამპმა.