ავტორი:

ესპანეთში ილია თოფურიას სახელობის ქუჩა გაიხსნა (ფოტო/ვიდეო)

ესპანეთში ილია თოფურიას სახელობის ქუჩა გაიხსნა (ფოტო/ვიდეო)

ესპანეთის ქალაქ ტოლედოში ერთ-ერთ ქუჩას, UFC-ის ქვემსუბუქი დივიზიონის ჩემპიონის, ილია თოფურიას სახელი მიენიჭა.

გადაწყვეტილება ქალაქის ხელმძღვანელებმა მერთან, კარლოს ველასკესთან შეთანხმებით მიიღეს.

  • “ჩემთვის დიდი პრივილეგიაა, როცა ქალაქი ტოლედო ასე მაფასებს. აქაურობასთან ბევრი ემოცია მაკავშირებს და ახლა ძალიან ბედნიერი ვარ“, - განაცხადა ილია თოფურიამ.

ასევე ცნობილი გახდა, რომ ილია თოფურიამ მეტსახელი შეიცვალა. ის აქამდე ბრძოლებში “მატადორის“ (El Matador) სახელით გამოდიოდა, თუმცა ამიერიდან “ლეგენდა“ (La Leyenda) ერქმევა.

ილია თოფურიამ MMA-ს ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის ჩემპიონის ტიტული ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკის დამარცხებით მოიპოვა. MMA-ში ჩატარებული 16 შეხვედრიდან ილია თოფურიამ ყველა ბრძოლა მოიგო.

  • ვიდეო: La Gazzetta Georgia

იხილეთ ასევე: