ავტორი:

“ედგარს რინკევიჩმა საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ ლატვიის ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა“ - სალომე ზურაბიშვილი

“ედგარს რინკევიჩმა საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ ლატვიის ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა“ - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლატვიის პრეზიდენტს, ედგარს რინკევიჩს შეხვდა. როგორც ლატვიის პრეზიდენტი პლატფორმა X-ზე წერს, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა ძალიან სასიამოვნოა.

“რიგის ციხესიმაგრეში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა ძალიან სასიამოვნოა. ქართველი ხალხის დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების მიმართ ლატვიის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დავადასტურე“, - წერს ლატვიის პრეზიდენტი.

  • სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ედგარს რინკევიჩმა საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ ლატვიის ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

“ედგარს რინკევიჩს შევხვდი. მან საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ ლატვიის ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. მადლობა ამ გზაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.