ავტორი:

მაიამის ნაწილი იძირება - "საფრთხეშია სანაპირო ზოლზე განლაგებული მდიდრული ცათამბჯენები"

მაიამის ნაწილი იძირება - "საფრთხეშია სანაპირო ზოლზე განლაგებული მდიდრული ცათამბჯენები"

მაიამის სანაპიროზე მაღალსართულიანი შენობები იძირება - 2016 და 2023 წლებში შეგროვებული სატელიტური მონაცემების გამოყენებით დადგინდა, რომ ყოველწლიურად წყალი 2 სმ-დან 8 სმ-მდე იმატებს. ამის შესახებ The guardian-ი წერს.

საფრთხეშია მაიამის სანაპირო ზოლზე განლაგებული მდიდრული ცათამბჯენები. მათ შორის: Porsche Design Tower, Trump Tower III და Trump International Beach Resort.

რუკები აჩვენებს მიწის ვერტიკალურ მოძრაობას (VLM) აშშ-ს სანაპიროების გასწვრივ. წითელი და ნარინჯისფერი მიუთითებს ჩაძირვაზე

  • დედამიწის და კოსმოსური მეცნიერების ჟურნალში გამოქვეყნებული დასკვნები აჩვენებს, რომ დაზიანებული შენობების უმეტესობა ახალი აშენებულია. ძლიერი მაღალსართულიანი შენობების ერთობლიობა, მშენებლობების ვიბრაცია, მიწისქვეშა წყლების მოძრაობა და მოქცევის ნაკადები შენობებს საფრთხეს უქმნის.

ცათამბჯენების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთება აჩენს კითხვებს ზღვისპირა მაღალსართულიანი მშენებლობის მდგრადობის შესახებ. ეს მხოლოდ მაიამის არ ეხება: სხვა სანაპირო რეგიონები, მათ შორის კალიფორნია, მსგავსი პრობლემის წინაშეა.

ცნობისთვის, მაიამიში მაღალსართულიანი შენობების კონტროლი Champlain Towers-ის ჩამონგრევის შემდეგ დაიწყეს - ამ შემთხვევამ 98 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

წყარო