ავტორი:

ეგვიპტეში, ჰურგადასთან, ტურისტებით სავსე წყალქვეშა ნავმა კატასტროფა განიცადა: არიან დაღუპულები: რა დეტალებია ამ დროისთვის ცნობილი?

ეგვიპტეში, ჰურგადასთან, ტურისტებით სავსე წყალქვეშა ნავმა კატასტროფა განიცადა: არიან დაღუპულები:  რა დეტალებია ამ დროისთვის ცნობილი?

ეგვიპტეში, წითელი ზღვის სანაპიროსთან ტურისტული წყალქვეშა ნავის კატასტროფის შედეგად, რომელსაც დაახლოებით, 40 მგზავრი გადაჰყავდა, სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა.

  • BBC-ის ცნობით, ბორტზე მყოფი დაახლოებით 40 მგზავრიდან დაზუსტებით ცნობილია, რომ 29 გადაარჩინეს, დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

წყალქვეშა ნავი "სინდბადი" ჰურგადაში ააგეს და ამ ტურისტულ ქალაქში ოპერირებდა.

Sinbad Submarines-ის ვებსაიტის მიხედვით, წყალქვეშა ხომალდს შეეძლო ზღვაში 25 მეტრის სიღრმეზე ჩასვლა და ტურისტებს აძლევდა შესაძლებლობას, მარჯნის რიფებისა და საზღვაო სამყაროს განსაცვიფრებელი ხედები ენახათ.

ეგვიპტეში ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ყველა გარდაცვლილი უცხოელია, თუმცა მათ არ დაუსახელებიათ გარდაცვლილთა ეროვნება. ეგვიპტეში რუსეთის საელჩოს განცხადებით კი, ბორტზე მყოფი ყველა ტურისტი რუსი იყო.