ავტორი:

დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზი საავადმყოფოში გადაიყვანეს - რას აცხადებენ მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ბუკინგემის სასახლეში?

დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზი საავადმყოფოში გადაიყვანეს - რას აცხადებენ მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ბუკინგემის სასახლეში?

დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზი, გუშინ, 28 მარტს საავადმყოფოში გადაიყვანეს. მედიის ინფორმაციით, ჩარლზს კიბოს მკურნალობის დროს. ერთ-ერთ მედიკამენტზე "დროებითი გვერდითი ეფექტი" განუვითარდა.

არსებული ცნობებით, მონარქი სამეფო რეზიდენციაში იმავე საღამოს დააბრუნეს და სახლში აგრძელებს მკურნალობას.

როგორც გამოცემა The Sun იტყობინება, სამეფო ოჯახმა გააუქმა დღეისთვის დაგეგმილი ღონისძიებები.

  • ”მიმდინარე სამედიცინო მკურნალობის შემდეგ, მეფემ განიცადა დროებითი გვერდითი მოვლენები, რომლებიც საჭიროებდა საავადმყოფოში დაკვირვებას", - განაცხადა ბუკინგემის სასახლის წარმომადგენელმა.

76 წლის მეფემ გასულ წელს პროსტატის ოპერაცია გაიკეთა. იმავე წლის თებერვალში კი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. სამეფო ოჯახის ინფორმაციით, მკურნალობის პროცესი ეფექტიანად მიმდინარეობდა.