ავტორი:

"არ დავინახო, რომ ტონს აუწიოთ! გუშინ ბევრი რაღაც გავატარე, "ტოების" ძახილი გავატარე... მოდით, ახლა დავჭკვიანდეთ" - წულუკიანი ყურაშვილს

"არ დავინახო, რომ ტონს აუწიოთ! გუშინ ბევრი რაღაც გავატარე, "ტოების" ძახილი გავატარე... მოდით, ახლა დავჭკვიანდეთ" - წულუკიანი ყურაშვილს

"არ დავინახო, რომ ტონს აუწიოთ, გასაგებია?!" - ამის შესახებ თეა წულუკიანმა "ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე განაცხადა, სადაც გენერალმა მამუკა ყურაშვილს უსმენენ.

  • კომისიის დღევანდელ სხდომაზეც განსახილველი საკითხი 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომია. როგორც მამუკა ყურაშვილმა განმარტა, ის ამ საკითხზე ჰააგაშიც მოწმის სახით არის დაკითხული, ამასთან, მზად არის კომისიის შეკითხვებსაც უპასუხოს.

"არ მგონია, რომ თქვენ იმ ტონით უნდა საუბრობდეთ, რა ტონითაც საუბრობთ. გუშინ ბევრი რაღაც გავატარე! ტონი გავატარე, "ტოების" ძახილი გავატარე.

ამიტომ მოდით, ახლა დავჭკვიანდეთ და არ დავინახო, რომ თქვენ ტონს აუწიოთ! თუ მომართეთ მუნდირით, პატივი ეცით მუნდირს. რა მინდა და კითხვებს დაგისვამთ და უპასუხეთ. აქ ვინმე თქვენზე ნაკლები მამაკაცი არ გეგონოთ!" - მიმართა წულუკიანმა ყურაშვილს.

წაიკითხეთ ასევე: