ავტორი:

ზვიგენები, სისხლიანი თავდასხმები და სასიკვდილო წყალქვეშა ნავი - რატომ გახდა წითელი ზღვა დაწყევლილი ტურისტული “ატრაქციონი“?

ზვიგენები, სისხლიანი თავდასხმები და სასიკვდილო წყალქვეშა ნავი - რატომ გახდა წითელი ზღვა დაწყევლილი ტურისტული “ატრაქციონი“?

წითელ ზღვაში მომხდარი წყალქვეშა ნავის ტრაგედია, რომელმაც ექვსი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ერთ-ერთი ბოლოა ამბავია, რომელიც ეგვიპტის პოპულარულ ტურისტულ ლოკაციაზე მოხდა.

საბედისწერო ინციდენტების სერიებმა კურორტის იმიჯი შელახა. ტრაგედიამ კი დიდი ბრიტანეთის მთავრობა აიძულა გაეფრთხილებინა თავისი მოსახლეობა, წითელ ზღვაში არსებული პოტენციური საფრთხეების შესახებ.

  • ექვსი ადამიანი დაიღუპა და 39 სასწაულებრივად გადარჩა მას შემდეგ, რაც ხუთშაბათს, ეგვიპტის საკურორტო ქალაქ ჰურგადას სანაპიროსთან წყალქვეშა ნავი Sindbad ჩაიძირა.
წყალქვეშა ნავი ჩაძირვიდან რამდენიმე წუთის შემდეგ

წყალქვეშა ნავის წინა მგზავრებმა მაშინ მოგზაურობას "ყველაზე ცუდი გამოცდილება" უწოდეს და აღნიშნეს, რომ გემი "საშინელ მდგომარეობაში" იყო.

წყალქვეშა სუბმარინი Sindbad
  • თუმცა, ეს არ არის პირველი კატასტროფა, რომელიც წითელ ზღვაში მოხდა.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, აღნიშნულ რეგიონში დაახლოებით 16 მყვინთავის ნავი დაზიანდა, რაც ხშირად უხარისხო, ზედმეტად ძველი აღჭურვილობის გამოყენებას მიეწერება.

განსაკუთრებით საშიშია დაივინგების ნავები, რომლებსაც ბორტზე ხალხი ჰყავთ.

მაგალითად, 2024 წლის ნოემბერში ამოტრიალდა და ჩაიძირა ნავი - Sea Story, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი 44 მგზავრიდან 11 დაიღუპა.

ბოლო სამი წლის განმავლობაში, იმავე კომპანიის Dive Pro Liveaboard-ის კუთვნილი კიდევ ორი ​​ნავი ჩაიძირა.

2022 წლის აპრილში ხანძრის შედეგად განადგურდა “დაივინგის“ გემი, ბორტზე 36 მგზავრი იმყოფებოდა. იგივე დაემართა Sea Legend-ს 2024 წლის თებერვალში. ეკიპაჟის ნაწილს გაუმართლა და გადარჩნენ.

  • გარდა კატასტროფებისა, დამსვენებლებს მუდმივად ემუქრებათ წითელ ზღვაში ზვიგენების თავდასხმის საფრთხე. ზოგიერთი მათგანი საშინელი თავდასხმების შედეგად იღუპება.

ერთ-ერთი ზვიგენი, რომელიც ტურისტს დაესხა თავს

2022 წლის ივლისში 68 წლის რუმინელი ელიზაბეტ ზაუერი ზვიგენმა მოკლა. ის წყალში ყვინთავდა, როცა ზვიგენი თავს დაესხა. გავრცელებულ შემაშფოთებელ კადრებში ჩანს სისხლის წითელი ლაქა, რომელიც თავდასხმის შემდეგ გადაიღეს.

იგივე ტრაგედია მოხდა 2023 წლის ივნისში - 10 ფუტიანმა ზვიგენმა 24 წლის რუსი ტურისტი წყალში ჩაათრია და მოკლა. მამაკაცის თავი და მკლავი მოგვიანებით აღმოაჩინეს ზვიგენის საჭმლის მომნელებელ სისტემაში.

2024 წლის დეკემბერში იგივე ტრაგიკული გზა გაიარა ევროკავშირის დიპლომატმა, 48 წლის იტალიელმა ჯანლუკა დი ჯოიამ.

ტურისტი ჯანლუკა დი ჯოია, რომელიც ზვიგენის თავდასხმის შედეგად დაიღუპა

პენსიაზე გასულმა სტომატოლოგმა, 69 წლის პეპინო ფაპანიმ კი ზვიგენთან ბრძოლის დროს მარჯვენა ხელზე საშინელი ჭრილობები მიიღო.

გაერთიანებული სამეფოს მთავრობის განცხადებაში, რომელიც 2024 წლის ნოემბერში გამოქვეყნდა, ნათქვამია: „ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დაფიქსირდა 16 უბედური შემთხვევა წითელ ზღვაში

სამი მყვინთავის გემი ჩაიძირა ბოლო 21 თვის განმავლობაში, რამაც გამოიწვია მრავალი მსხვერპლი, მათ შორის ბრიტანეთის მოქალაქეებს შორის.

MAIB-მა გასცა უსაფრთხოების რჩევები იმ ადამიანებისთვის, რომლებიც განიხილავენ წითელ ზღვაში დასვენებას", - აღნიშნულია მიმართვაში, სადაც ტურისტებს უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების მიღებას ურჩევენ იმ შემთხვევაში, თუ მაინც გადაწყვეტენ წითელ ზღვაში დასვენებას.

წყარო

იხილეთ ასევე: