იმერეთის სოფელ უკანეთის სკოლაში ბიბლიოთეკა გაიხსნა. სკოლაში, სადაც 5 მოსწავლე სწავლობს, დღეს წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე, გიორგი კეკელიძე იმყოფებოდა.
ბიბლიოთეკა გაიხსნა პროექტის ფარგლებში, რომლის მხარდამჭერიც კომპანია "ბიბლუსია"
"დღეს. იმერეთი. სოფელი უკანეთი. ამ პატარა სკოლაში სულ ხუთი მოსწავლეა. დღეიდან მათ ახალი ბიბლიოთეკა ექნებათ. 2024 წელს კომპანია Biblusi • ბიბლუსი - მა, მისი გენერალური დირექტორის ირაკლი გაგნიძის თაოსნობით, გიორგი კეკელიძესთან ერთად დააფუძნა წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოება რომლის თავმჯდომარე გიორგი კეკელიძე გახდა.
საზოგადოება ქართული ქალაქებისა და სოფლების სკოლებისა და ბიბლიოთეკების წიგნებითა და კომპიუტერებით მომარაგებას, ასევე საზღვარგარეთ ქართული წიგნის კუთხეების მოწყობას, ლექცია-სემინარებს და სხვა საგანმანათლებლო პროექტებს ემსახურება.მოძრაობის პარტნიორია Gulf Georgia", - აღნიშნულია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.