ავტორი:

შობადობის 30-წლიანი მინიმუმი: საქართველოში დაბადებულთა რაოდენობა 40 ათასს ჩამოსცდა - "თუ ომის პერიოდს არ ჩავთვლით, ამ ნიშნულს აქამდე არ ჩამოსცდენია"

შობადობის 30-წლიანი მინიმუმი: საქართველოში დაბადებულთა რაოდენობა 40 ათასს ჩამოსცდა - "თუ ომის პერიოდს არ ჩავთვლით, ამ ნიშნულს აქამდე არ ჩამოსცდენია"

საქართველოში შობადობის 30-წლიანი მინიმუმი დაფიქსირდა. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს ქვეყანაში იმაზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა.

  • ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს ქვეყანაში 39 483 ბავშვი დაიბადა, 43 971 ადამიანი კი გარდაიცვალა. შესაბამისად, საქართველოში უარყოფითი ბუნებრივი მატება 4 488 ერთეულით განისაზღვრა. აღსანიშნავია, რომ დაბადებულთა რაოდენობა 1994 წლიდან მოყოლებული ასეთი დაბალი არ ყოფილა და 40 ათასიან ნიშნულსაც პირველად ჩამოსცდა.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ სტატისტიკოსმა სოსო არჩვაძემ განუცხადა, „თუ ომის პერიოდს არ ჩავთვლით, აქამდე საქართველოში დაბადებულთა რაოდენობა 40 ათასიან ნიშნულს არ ჩამოსცდენია“...წაიკითხეთ სრულად