ავტორი:

ქართული დუელი ფრანგულ "ლიგა 1"-ში - ზურიკო VS ხვიჩა: პირველ ტაიმში დავითაშვილმა საგოლე გადაცემა მიითვალა

ქართული დუელი ფრანგულ "ლიგა 1"-ში - ზურიკო VS ხვიჩა: პირველ ტაიმში დავითაშვილმა საგოლე გადაცემა მიითვალა

"ლიგა 1"-ის 27-ე ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ ზურიკო დავითაშვილის "სენტ-ეტიენს“ სტუმრად ეთამაშება და პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიშია1:1.

ორივე ქართველმა, დავითაშვილმაც და კვარაცხელიამაც თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. მატჩი მასპინძლების აქტიურობით დაიწყო. მათ შეტევებს მარცხენა ფლანგიდან დავითაშვილი კარგად წარმართავდა, მე-9 წუთზე ზურიკოს გადაცემული ბურთი სტასენმა თავით საფონოვის კარში გაგზავნა. აქედან მოყოლებული უპირატესობას სტუმრები დაეუფლნენ, კვარაცხელიას დარტყმული ბურთი მცველებმა ორჯერ დაბლოკეს, რამუშმა ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ შეძლო გატანა. 43-ე წუთზე რამუში საჯარიმოში ტარდიემ წააქცია და პენალტით ანგარიში დაზარალებულმა შეამცირა. ბოლოს პირისპირ გასულ სტასენს საფონოვმა არ გაატანინა და პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა.

გუნდებს სატურნიო ცხრილში განსხვავებული პოზიციების აქვთ - პსჟ ლიდერია და მეორე ადგილზე მყოფ "მარსელს" ქულების რაოდენობით მნიშვნელოვნად უსწრებს, მეტიც, კვარაცხელიამ საფრანგეთის ჩემპიონობა, შესაძლოა, დღესვე გაიფორმოს. ამისთვის კი საჭიროა, პსჟ-მა მოიგოს, "მარსელმა" წააგოს, "მონაკომ" და "ნიცამ" კი ფრედ ითამაშონ. "სენტ-ეტეიანი" კი ბოლოს წინ პოზიციაზეა, შესაბამისად, მოგება ძალიან სჭირდება.

ამიტომაც ჩვენებურების დაპირისპირება ტურის ცენტრალურ შეხვედრად მიიჩნევა.

იხილეთ ასევე: