ავტორი:

რუსები უკრაინას 111 დრონით და ბალისტიკური რაკეტით დაესხნენ თავს, დაზარალდა ოთხი ოლქი

რუსები უკრაინას 111 დრონით და ბალისტიკური რაკეტით დაესხნენ თავს, დაზარალდა ოთხი ოლქი

რუსებმა 30 მარტის ღამეს უკრაინის ტერიტორიაზე იერიში ბალისტიკური რაკეტით და Shahed-ისა და სხვა ტიპის 111 დრონით მიიტანეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უკრაინელებმა 65 დრონი ჩამოაგდეს, 35 კი - დაიკარგა.

რუსებმა რაკეტა როსტოვის ოლქიდან დაუშვეს, დრონები კი - მილეროვოდან, კურსკიდან, ბრიანსკიდან, პრიმორსკო-ახტარსკიდან და ოკუპირებული ყირიმიდან.

უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოგდება დადასტურდა ქვეყნის ჩრდილოეთით, სამხრეთით, აღმოსავლეთით და ცენტრალურ ნაწილში.

თავდასხმის შედეგად დაზარალდა ხარკოვის, სუმის, ოდესის და დონეცკის ოლქები.