ავტორი:

"რაც მთავარია, ყველაფერი კარგად დასრულდა" - თიკა ჯამბურიას ოპერაცია დასჭირდა: რას ამბობს მომღერალი?

"რაც მთავარია, ყველაფერი კარგად დასრულდა" - თიკა ჯამბურიას ოპერაცია დასჭირდა: რას ამბობს მომღერალი?

მიმდინარე წლის თებერვალში თიკა ჯამბურიამ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჩანდა, რომ მომღერალი კლინიკაში იწვა. როგორც მაშინ გავარკვიეთ, თიკას მკლავზე გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა, თუმცა ამ თემაზე ვრცლად არ უსაუბრია.

  • როდესაც ყველაფერმა ჩაიარა და მომღერალი ახალი ამპლუით ტკბება (შეგახსენებთ, რომ ცოტა ხსნის წინ, ოცნება აისრულა და საკუთარი კაფე გახსნა) თიკამ მოულოდნელ ოპერაციაზე საჯაროდ "ინსტაგრამის" სთორებში ისაუბრა.

აღმოჩნდა, რომ თიკას მოულოდნელად მელანომის დიაგნოზი დაუსვეს და სასწრაფოდ ოპერაციული ჩარევა დასჭირდა. "რაც მთავარია, ყველაფერი კარგად დასრულდა და ეს შრამიც უკვე შევიყვარე“ - წერს მომღერალი სოციალურ ქსელში.