ავტორი:

პარლამენტთან აქცია გრძელდება - რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

პარლამენტთან აქცია გრძელდება - რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

პროტესტის 123-ე დღეს, პარლამენტთან აქცია კვლავ განახლდა და რუსთაველის გამზირი გადაიკეტა.

აქციის მონაწილეებს სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ მოტანილი და პერიოდულად სკანდირებენ: „ცეცხლი ოლიგარქიას!”, “არა რუსულ რეჟიმს”.

მათ ასევე ხელში უჭირავთ საქართველოს, აშშ-სა და ევროკავშირის დროშები.

რუსთაველის გამზირზე მყოფებს საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილი პროტესტის მონაწილეები მარშით შეუერთდნენ.

პროტესტის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია - ახალი არჩევნების დანიშვნა და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება.